რატომ შეიძლება გამოიწვიოს წითელმა ღვინომ თავის ტკივილი ზოგიერთ ადამიანში - Gemrielia.ge

რატომ შეიძლება გამოიწვიოს წითელმა ღვინომ თავის ტკივილი ზოგიერთ ადამიანში

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ანტიოქსიდანტების ალკოჰოლთან შერევამშეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტი ზოგიერთ ადამიანში.

წითელი ღვინის მიღების შემდეგ თავის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს მომატებული მგრძნობელობით ღვინოში არსებული სხვადასხვა ნაერთის მიმართ, მათ შორისაა ჰისტამინები, ტანინები, სულფიტები და ფლავონოლები.

როგორ შეიძლება წითელ ღვინოში არსებული ჯანსაღი ანტიოქსიდანტი გახდეს ტოქსიკურისამეცნიერო ანგარიშებში გამოქვეყნებული ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ წითელ ღვინოში ბუნებრივად არსებული ანტიოქსიდანტი ხელს უშლის ალკოჰოლის სწორ მეტაბოლიზმს.

კვერცეტინი არის ფლავონოლი, ფლავონოიდების ქვეკლასი, რომელიც წარმოადგს ქიმიურ ნაერთს და ბუნებრივად გვხვდება ყველა სახის ხილსა და ბოსტნეულში, მათ შორის ყურძენში. ამერიკის გულის ასოციაციის თანახმად, ფლავონოიდებს აქვთ მრავალი სარგებელი გულისა და ტვინის ჯანმრთელობაზე.

საინტერესოა, რომ კვერცეტინი ითვლება ჯანსაღ ანტიოქსიდანტად და ხელმისაწვდომია დანამატის სახითაც კი, მაგრამ მკვლევარებმა დაადგინეს, რომ როდესაც მეტაბოლიზდება ალკოჰოლთან ერთად, ის შეიძლება იყოს პრობლემური.

როდესაც ის სისხლში შედის, ორგანიზმი გარდაქმნის მას სხვა ფორმად, რომელსაც ეწოდება კვერცეტინ გლუკურონიდი...განაგრძეთ კითხვა