"იკვებება დღეში 6-ჯერ, სვამს ორ ლიტრ წყალს და იდეალურ ფორმას ინარჩუნებს..." - როგორ დაიკლო თურქმა ლამაზმანმა ჰანდე ერჩელმა 20 კილოგრამი 2 თვეში - Gemrielia.ge

"იკვებება დღეში 6-ჯერ, სვამს ორ ლიტრ წყალს და იდეალურ ფორმას ინარჩუნებს..." - როგორ დაიკლო თურქმა ლამაზმანმა ჰანდე ერჩელმა 20 კილოგრამი 2 თვეში

თავისი კარიერა ცნობილმა ლამაზმანმა და ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა თურქმა მსახიობმა ჰანდე ერჩელმა "ფუმფულა" გოგონას იმიჯით დაიწყო, რამდენიმე წელში კი სულ სხვაგვარად წარდგა მაყურებლის წინაშე.

პირველად ეკრანზე 2013 წელს გამოჩნდა და მაშინ მისი სამსახიობო ოსტატობა აღნიშნეს, წარმატებული კარიერაც უწინასწარმეტყველეს, თუმცა თურქეთის ერთ-ერთი მთავარი სექსსიმბოლო თუ გახდებოდა, ვერავინ იფიქრებდა.

როგორც ჩანს, თავად ჰანდეს არ აკმაყოფილებდა საკუთარი გარეგნობა და მისი შემდგომი გამოჩენა ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. ბევრმა ვერც იცნო, რომ ეს ისევ ჰანდა იყო - სულ სხვა სიარულის მანერით, გამხდარი, ნავარჯიშევი. მალე სილამაზის იდეალად აღიარეს და ეძებდნენ ასეთი საოცარი გარდასახვის საიდუმლოს.

1-haftada-5-kilo-verdiren-hande-ercel-diyeti-1700760744.jpg

თავად ამბობს, რომ არავითარი საიდუმლო არ არსებობს და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე გულმოდგინე მუშაობის შედეგია. იმის გამო, რომ სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება, რაციონს ძალიან მკაცრად არჩევს. საკუთარი თავისთვის შეადგინა იდეალური მენიუ, რის წყალობითაც არც მშიერი რჩება და სხეულიც იდეალურად აქვს. ძირითადად ბოსტნეულს მიირთმევს და დღეში ორ ლიტრ წყალს სვამს. ირჩევს ცილოვან საკვებს ბოსტნეულით, უჯრედისებით მდიდარს, წახემსებას კი მწვანე ვაშლით ამჯობინებს. თითქმის აღარ მიირთმევს ტკბილს და ცომეულს, თუმცა ხანდახან გამონაკლისებს უშვებს. დღეში ექვსჯერ მიირთმევს...განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ: