იწვევს თუ არა ნიგოზი და თხილი სახეზე გამონაყარს - ზაზა თელიას პასუხი აქტუალურ თემაზე - Gemrielia.ge

იწვევს თუ არა ნიგოზი და თხილი სახეზე გამონაყარს - ზაზა თელიას პასუხი აქტუალურ თემაზე

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს სახეზე გამონაყარისა და საკვებით გამოწვეული ალერგიის შესახებ და ასახელებს პროდუქტებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად შეუძლიათ ალერგიის გამოწვევა. გარდა ამისა, ამავე რუბრიკაში იგი რამდენიმე გავრცელებულ მითსაც ამსხვრევს:

რა შეიძლება გახდეს ჩაშავებული თვალების მიზეზი და როგორ უნდა მოაგვაროთ პრობლემა - ზაზა თელია ყველაზე გავრცელებულ ფაქტორებს ასახელებს

"საკვებით განპირობებული ალერგია, როგორც წესი, რეაქციას დაუყოვნებლივ იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ საკვებ პროდუქტებზე გვაქვს ალერგია, ეს მიღებიდან მალევე გამოვლინდება. საკვები ალერგენების ე.წ. დიდი ხუთეული არსებობს. ესენია: კვერცხი და რძე, სოიო და ხორბალი, თევზეული, არაქისი - თხილეული და ციტრუსი. აქედან ზამთრის პერიოდში ყველაზე მეტად აღსანიშნავია ციტრუსები. ციტრუსები - მანდარინი, ფორთოხალი შეიცავს ცილას, რომელიც მცენარის მტვრის მსგავსია, რომელიც ალერგიას იწვევს და ცრემლდენით, რინიტით, ქავილით, გამონაყარით და სხვა ნიშნებით ვლინდება. ამიტომ, იმ ადამიანებმა, რომლებსაც მცენარის მტვერზე აქვთ ალერგია, ყურადღება უნდა მიაქციონ და მათთვის რეკომენდებული არ არის, რომ ციტრუსი მიიღონ. მცირე რაოდენობით მიღებაზეც კი პრობლემები იწყება. მათ შორის, შესაძლებელია ეს ქავილით, ე.წ. ჭინჭრის ციებით გამოვლინდეს და ყველაზე სერიოზულ და ცუდ შემთხვევებში ეს შეიძლება ე.წ. კვინკეს შეშუპებაში გადაიზარდოს, რაც შეიძლება ანაფილაქსიურ შოკშიც გადავიდეს." - ამბობს ზაზა თელია.

ზაზა თელიამ ასევე აღნიშნა, შეიძლება თუ არა, დროთა განმავლობაში, ადამიანს კონკრეტული პროდუქტების მიმართ ალერგია...განაგრძეთ კითხვა