"ხელი ეშლება სხეულის განვითარებას, შეიძლება, მძიმე პათოლოგიებიც კი გამოიწვიოს.." - რატომ არ უნდა დალიონ ბავშვებმა ენერგეტიკული სასმელები - Gemrielia.ge

"ხელი ეშლება სხეულის განვითარებას, შეიძლება, მძიმე პათოლოგიებიც კი გამოიწვიოს.." - რატომ არ უნდა დალიონ ბავშვებმა ენერგეტიკული სასმელები

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" საუბრობს, რატომ არ უნდა დალიონ ბავშვებმა ენერგეტიკული სასმელები და რა საფრთხეს უქმნის ეს მათ ჯანმრთელობას:

- ენერგეტიკულ სასმელებში ბევრი ისეთი ნივთიერებაა, რომელთა გამოც მოზარდის სხეულს შეიძლება, სერიოზული ზიანი მიადგეს. მათ შორის, ერთ-ერთი კოფეინია. კოფეინი მათში იმდენად დიდი დოზითაა, ამით შეიძლება მოზარდი კი არა, სპილო წაიქცეს.

მოიმატებთ თუ არა ძილის წინ ნახევარი საათით ადრე კვებით? - რას ამბობს გიორგი ღოღობერიძე

ჩვეულებრივი ზომის ენერგეტიკული სასმელი რომ აიღოთ, მათში კოფეინის შემცველობა, დაახლოებით, 80 მილიგრამის ტოლია. მაგრამ, დღეს მაღაზიაში რომ შედიხარ, ენერგეტიკული სასმელების ზომა იმდენად დიდია, რომ დიდ ქილებში კოფეინის შემცველობა შეიძლება, 200 მილიგრამსაც კი აღწევდეს.

საქმე ისაა, რომ ბავშვი, რომელიც ენერგეტიკულ სასმელს ყიდულობს, როგორც წესი, ერთ ქილას არ სვამს. 24 საათში, როცა მიღებული კოფეინის რაოდენობა 400 მილიგრამზე მეტია, ეს უკვე გამოხატულ ინტოქსიკაციას იწვევს. მაგრამ, თუ მოზარდმა მცირე ზომის ქილა დალია, რომელშიც კოფეინის შემცველობა, დაახლოებით, 80 მილიგრამია, ამან შეიძლება სხვადასხვა სიმპტომი გამოიწვიოს: ის შეიძლება, მოუსვენარი, გაღიზიანებული, იმპულსური გახდეს. საღამოს რომ დაწვება, ვერ დაიძინებს...განაგრძეთ კითხვა