"საქართველოს მოსახლეობა საახალწლო დღეებში 30 მილიონი ლარის გოზინაყსა და 16 მილიონი ლარის ღვინოს მიირთმევს" - Gemrielia.ge

"საქართველოს მოსახლეობა საახალწლო დღეებში 30 მილიონი ლარის გოზინაყსა და 16 მილიონი ლარის ღვინოს მიირთმევს"

გა­დავ­წყვი­ტეთ, გა­მოგ­ვეთ­ვა­ლა, თუ რამ­დე­ნი ღვი­ნო ის­მე­ბა და რამ­დე­ნი გო­ზი­ნა­ყი იჭ­მე­ბა სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე, რის­თვი­საც დახ­მა­რე­ბა ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერტს სოსო არჩვა­ძეს ვთხო­ვეთ. სწო­რედ მის გა­მოთ­ვლებ­ზე დაყ­რდნო­ბით მომ­ზად­და დღე­ვან­დე­ლი სა­ა­ხალ­წლო პუბ­ლი­კა­ცია.

- სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა არ უნდა ჩავ­თვა­ლოთ 31 დე­კემ­ბრის 22 სა­ა­თი­დან დი­ლის 5 სა­ა­თამ­დე. ქე­ი­ფი გრძელ­დე­ბა დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­შიც, პირ­ველ­შიც და ორ­შიც... ამი­ტომ, პი­რო­ბი­თად, 31-ში სა­ღა­მო­დან 2-ში სა­ღა­მომ­დე უნდა დავ­თვა­ლოთ 2 დღე-ღამე.

- გა­მო­დის, და­ახ­ლო­ე­ბით 48 სა­ათს ვით­ვლით...

- ძი­რი­თა­დად, ასეა. და­ლე­ვა და გო­ზი­ნა­ყის ჭამა შე­იძ­ლე­ბა 3-შიც გრძელ­დე­ბა და 4-შიც, თუმ­ცა აქ­ცენ­ტი ამ 48 სა­ათ­ზე გა­ვა­კე­თოთ. მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნდა მი­ვი­ღოთ ისიც, რომ გო­ზი­ნა­ყის მომ­ხმა­რე­ბელ­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბა არის 2 წელ­ზე ზე­მოთ, 3 წლი­დან, ამი­ტომ, ალ­ბათ, მო­სახ­ლე­ო­ბის 95% მა­ინც უნდა ავი­ღოთ გა­მო­სათ­ვლე­ლად, ანუ ახ­ლან­დე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 340 ათა­სი უნდა გა­მო­ვაკ­ლოთ, დარ­ჩე­ბა 3 მი­ლი­ონ ოთხა­სი ათას­ზე ოდ­ნავ მეტი. გო­ზი­ნა­ყი არ არის ისე­თი საკ­ვე­ბი, რომ მხო­ლოდ ერთი სტან­დარ­ტუ­ლი ნა­ჭე­რი ვიმ­ყო­ფი­ნოთ, რო­მელ­საც ტრა­დი­ცი­უ­ლად რომ­ბის ფორ­მა აქვს, სიგ­რძე-სი­გა­ნე­ში კი 5X{ 5-ზეა, შე­იძ­ლე­ბა უფრო დი­დიც. ამ პე­რი­ოდ­ში თითო კაცი, პი­რო­ბი­თად, 3 ნა­ჭერს შე­ჭამს ანუ ახა­ლი წლის მომ­დევ­ნო დღეს ზოგს ნა­ბა­ხუ­სევ­ზე ტკბი­ლი უყ­ვარს. ამი­ტომ ოჯა­ხის თითო წევ­რზე 3 სტან­დარ­ტუ­ლი ნა­ჭე­რი უნდა ვი­ან­გა­რი­შოთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონ ასი ათა­სი ოჯა­ხია, რომ­ლის წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 1 ოჯახ­ზე 3,36-ს. მკი­თხვე­ლი რომ არ გა­დავ­ღა­ლოთ, მარ­ტი­ვად ვთქვათ: მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­სა და მოხ­მა­რე­ბუ­ლი გო­ზი­ნა­ყის მი­ხედ­ვით, ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით 2,5 ჰექ­ტარ­ზე ოდ­ნავ მეტი ფარ­თო­ბი. უხე­შად რომ ვთქვათ, 160 მეტ­რი 160 მეტრზე...განაგრძეთ კითხვა