თუ გიყვართ კივი, შეწყვიტეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია! - Gemrielia.ge

თუ გიყვართ კივი, შეწყვიტეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია!

კივის სასარგებლო თვისებები მართლაც შთამბეჭდავია. 100 გრამი კივი შეიცავს: 55 კალორიას, 10,2 გ ნახშირწყლებს, 1 გ ცილას, 0,5 გ ცხიმს, А, D, Е, К ვიტამინებს, უჯრედისს, პექტინს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, კალიუმს, ფთორს, ასკორბინისა და ფოლიუმის მჟავებს. კივი სასარგებლოა იმუნიტეტის გასაძლიერებლად, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და მეტაბოლიზმის პრობლემების მოსაგვარებლად. ბუნებრივი ანტიოქსიდანტი დადებითად მოქმედებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე. კივის კიდევ ერთი დიდი სიკეთე აქვს – როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, მასში სერატონინის შემცველობა უძილობის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ხარისხიან ძილს განაპირობებს. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი სასარგებლო თვისებებისა, კივის ჭამა ყველასთვის არ არის რეკომენდებული. იგი ალერგიულ პროდუქტად ითვლება და ასევე საფრთხილოა მათთვის, ვისაც პრობლემები აქვთ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

გამოყენება და კვებითი ღირებულება

კივის გამორჩეული, ნაზი არომატი აქვს. სპეცილისტების აზრით, იგი შეიცავს ხურტკმელის, მარწყვის, ბანანის, ნესვის, ვაშლის, მოცხარისა და ანანასის არომატებს. კივის დამატებით მზადდება დესერტები, სალათები, ჯემი და მურაბა. კივი ძალიან კარგად არბილებს ხორცს, ამიტომ უმატებენ მარინადში. მაგალითად, 1 ცალი გახეხილი კივი საქონლის ხორცის ნაჭერს რომ წაუსვათ და 30 წუთი დააყოვნოთ, რბილ და გემრიელ ხორცს მიიღებთ.