"14 წლის ბიჭს აწუხებდა თავის ტკივილი, უძილობა, გაღიზიანება... აღმოჩნდა, რომ ყოველდღე იღებდა 2 ქილა ენერჯაიზერს" - რა გავლენას ახდენს მოზარდებზე ენერგეტიკული სასმელი და რა წერია კანონში გაყიდვასთან დაკავშირებით? - Gemrielia.ge

"14 წლის ბიჭს აწუხებდა თავის ტკივილი, უძილობა, გაღიზიანება... აღმოჩნდა, რომ ყოველდღე იღებდა 2 ქილა ენერჯაიზერს" - რა გავლენას ახდენს მოზარდებზე ენერგეტიკული სასმელი და რა წერია კანონში გაყიდვასთან დაკავშირებით?

2017 წელს, აშშ-ის სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნას შტატ­ში 16 წლის მო­ზარ­დი მას შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, რაც მოკ­ლე დრო­ში და­ლია რამ­დე­ნი­მე ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი.

2020 წელს, 6 წლის ბიჭი გარ­და­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ, რაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი ჭიქა Monster Energy სას­მე­ლი და­ლია. ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ბავ­შვი მა­ტა­მო­როს­ში, ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ მექ­სი­კა­ში, ბე­ბი­ას სტუმ­რობ­და.

2023 წლის აგ­ვის­ტო­ში, 14 წლის ყი­რი­მელ­მა სკო­ლის მოს­წავ­ლემ ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლის და­ლე­ვის შემ­დეგ თავი ცუ­დად იგ­რძნო. ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, რომ მალე კო­მა­ში ჩა­ვარ­და და გული გა­უ­ჩერ­და. მი­უ­ხე­და­ვად ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა, მო­ზარ­დი უჩი­ო­და თა­ვის ძლი­ერ ტკი­ვილს და სი­სუს­ტეს. ექი­მებ­მა ჩა­ა­ტა­რეს და­მა­ტე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და და­ად­გი­ნეს ცვლი­ლე­ბე­ბი პანკრე­ას­სა და ღვიძ­ლში. გარ­და ამი­სა, მო­ზარ­დში და­ფიქ­სირ­და ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნე­ბის დო­ნის მა­ტე­ბა.

სამ დღე­ში კი პა­ცი­ენტს გული გა­უ­ჩერ­და. ექი­მე­ბის ყვე­ლა მცდე­ლო­ბი­სა და რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი თი­ნი­ჯე­რე­ბი­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის ცუდი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ ბევ­რია ინ­ტერ­ნეტ­ში. მშობ­ლე­ბი შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან, შვი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით, რად­გან თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ნა­წი­ლი, ყო­ველ­დღი­უ­რად დიდი დო­ზით მო­იხ­მარს ენერ­გე­ტი­კულ სას­მელს. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლოა.

სექ­ტემ­ბერ­ში პე­დი­ატ­რებ­მა და მშობ­ლებ­მა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დეს, რომ კო­ფე­ი­ნის შემ­ცველ ენერ­გე­ტი­კულ სას­მე­ლებ­ზე ისე­თი­ვე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­წეს­დეს, რო­გო­რიც ქვე­ყა­ნა­ში ალ­კოჰო­ლი­სა და სი­გა­რე­ტის გა­ყიდ­ვა­ზე მოქ­მე­დებს. მშობ­ლე­ბი­სა და პე­დი­ატ­რე­ბის სურ­ვი­ლია, აიკ­რძა­ლოს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კო­ფე­ი­ნის შემ­ცვე­ლი სას­მე­ლე­ბის არას­რულ­წლო­ვა­ნებ­ზე მი­ყიდ­ვა. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლის ერთი დოზა იმ­დე­ნი­ვე კო­ფე­ინს შე­ი­ცავს, რამ­დენ­საც მა­გა­ლი­თად, ექ­ვსი ბოთ­ლი "კოკა-კოლა" ერ­თად.

თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კო­ფე­ი­ნის მი­ღე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია კა­ნა­და­ში, ავ­სტრა­ლი­ა­სა და ახალ ზე­ლან­დი­ა­ში. რიგ­მა ქვეყ­ნებ­მა ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლის გა­ყიდ­ვა სა­ერ­თოდ აკ­რძა­ლა, ზო­გან კი ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზი შე­მო­ი­ღეს.

რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შვებ­ზე ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი

ის ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ენერ­გე­ტი­კულ სას­მელს მო­იხ­მა­რენ, უჩი­ვი­ან: სწრაფ ან არა­რე­გუ­ლა­რულ გუ­ლის­ცე­მას, თა­ვის ტკი­ვილს, გულყრას, კან­კალს. ექი­მე­ბის თქმით, კო­ფე­ინს ასე­ვე შე­საძ­ლოა, არა­სა­სურ­ვე­ლი გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, თი­ნე­ი­ჯე­რებ­ზე ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი მი­ყიდ­ვა აკ­რძა­ლუ­ლი არ არის. არას­რულ­წლო­ვან­თა მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნის­გან და­სა­ცა­ვად, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რე­გუ­ლა­ცია, მხო­ლოდ ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის და თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა-გა­სა­ღე­ბა­სა და აზარ­ტულ თა­მა­შო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ...განაგრძეთ კითხვა