რომელი სუნელებია უსაფრთხო - როგორ შევარჩიოთ სწორად საახალწლოდ კერძების გასაგემრიელებლად სანელებლები - Gemrielia.ge

რომელი სუნელებია უსაფრთხო - როგორ შევარჩიოთ სწორად საახალწლოდ კერძების გასაგემრიელებლად სანელებლები

სანდო, ნატურალური სუნელების არჩევა ეს ის თემაა, რომელიც არასდროს აქტუალურობას არ კარგავს. ალბათ, ყველას გვახსოვს დრო როდესაც სანელებლებს ჩვენი ბებიები და ბაბუები წონით სხვადასხვა ბაზრობებზე ყიდულობდნენ, დღეს ეს ტენდენცია შეიცვალა, უფრო გამარტივდა და უპირატესობა შეფუთულ, ბრენდირებულ საკმაზებს ენიჭებს.

''ოჯახური'' - ქართული სანელებლების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. მათ ასორტიმენტში 90-მდე სახეობაა. თუკი მათ სტენდთან მოხვდებით ძნელია ხელცარიელი დატოვოთ. ვერცხლისფერ შეფუთვაში თავმოყრილი ქართული და ევროპული გემოები, მადას ამძაფრებს და კერძებს საოცარ არომატს მატებს.

დიდი არჩევანის გარდა, ''ოჯახური'' ის კომპანიაა, რომლის სანელებლებში ტყვიის შემცველობა არასდროს დაუფიქსირებია სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

pirveli-poto-1703840287.png

სუნელების შერჩევისას აუცილებლად დააკვირდით ვადას, უმჯობესია დატოვოთ შეფუთვაში ან გადაიტანეთ ქილაში, ასე სურნელი უფრო დიდხანს შეუნარჩუნდება.

ცოტამ თუ იცის, რომ თუკი სანელებელს მისსავე შეფუთვაში დავტოვებთ და ზიპით შევკრავთ, არომატს დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს.

ქართული წარმოების სუნელები იდეალური აღმოჩენაა ტრადიციული კერძების შესაზავებლად.

როგორ შევარჩიოთ სწორად საახალწლოდ კერძების გასაგემრიელებლად სანელებლები

პირველ რიგში ჩამოწერეთ თქვენი კერძის მთავარი ინგრედიენტები, განსაზღვრეთ რის მომზადებას გეგმავთ. სხვადასხვა კერძები კარგად ერწყმის კონკრეტულ სანელებლებს, ამიტომ გაითვალისწინეთ თქვენი ძირითადი ინგრედიენტების გემოები, რათა უკეთ წარმართოთ სანელებლების შერჩევის პროცესი.

meore-poto-1703840343.jpg

ცნობილი შეფ-მზარეულები ამბობენ, რომ ზოგიერთ სწორად შერჩეულ სანელებელს უბრალო კერძის შედევრად გადაქცევაც კი შეუძლია.

მოდით ერთად ჩამოვწეროთ იმ სანელებლების სია, რომელიც აუცილებელია საახალწლო სუფრის გასაგემრიელებლად:

თუკი არჩევანს ქართულ ტრადიციულ გემოებს ანიჭებთ, თქვენს სუფრაზე საცივი აუცილებლად უნდა იყოს

ამ კერძისთვის საცივის საკმაზი არაჩვეულებრივი არჩევანია, უფრო მეტი პიკანტური გემოსთვის კი ყვითელი ყვავილის დამატებაც შეგიძლიათ. ეს უკვე თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

თუკი თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი მარხვაზეა, მისთვის ფხალის ასორტი აუცილებლად უნდა მოამზადოთ. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ არაფერი სჯობს უცხო სუნელით შეზავებულ ისპანახის ან ჭარხლის ფხალს.

არ დაგვავიწყდეს ძმრით და ბროწეულით გაჯერებული მეგრული სამზარეულოს დიდებული კერძი კუჭმაჭი. მის მოსამზადებლად ნამდვილად უნდა მოიმარაგოთ ქართული სუნელების მიქსი - ქინძი, ქონდარი, ხმელი სუნელი, წითელი წიწაკა.

mesame-poto-1703840379.png

ამ სტატიაში ზუსტად ისეთი გოზინაყის მომზადებასაც გასწავლით, თითოეული ლუკმა, რომ პირში დადნება და თქვენი სტუმრების გულსაც სამუდამოდ მოიგებს.

გოზინაყი ყველა ქართულ ოჯახში მზადდება, თუმცა თუკი მას ცოტაოდენ სეზამის მარცვლებს და დარიჩინს დაუმატებთ იგი უფრო ხრაშუნა და სურნელოვანი გახდება.

გახსოვდეთ, სანელებლების არჩევა არის ხელოვნება, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გარდაქმნას თქვენი კერძის გემოვნური თვისებები.

R