რა პროდუქტებთან უნდა იყოთ ფრთხილად, როდესაც წამლებს სვამთ - აუცილებელი წესები, რომ ორგანიზმს არ ვავნოთ - Gemrielia.ge

რა პროდუქტებთან უნდა იყოთ ფრთხილად, როდესაც წამლებს სვამთ - აუცილებელი წესები, რომ ორგანიზმს არ ვავნოთ

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში"პირადი ექიმი" საუბრობს, რა უნდა გავითვალისწინოთ მედიკამენტებისა და პროდუქტების მიღების თვალსაზრისით, რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ:

- ისეთი ციტრუსების, როგორებიცაა, მაგალითად, გრეიპფრუტი, ფორთოხალი, მათგან დამზადებული წვენის მედიკამენტებთან კომბინაციის დროს, არის ნივთიერება ნარინგენინი, რომლის მეშვეობითაც ძალიან ხშირად მედიკამენტმა შეიძლება საკუთარ ეფექტს გადააჭარბოს. იმიტომ, რომ თუ ჩვენ მედიკამენტს დასახელებული პროდუქტების წვენთან ერთად მივიღებთ, ან მოკლე ინტერვალში მივირთმევთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების ურთიერთქმედება, რომელიც დასახელებულ ციტრუსებში და მედიკამენტებშია, განაპირობებს წამლის კონკრეტული ულუფის დოზის გაზრდას. ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ. მედიკამენტმა შესაძლოა, ჩვენი ორგანიზმისათვის ყველაფერი შეცვალოს. განსაკუთრებით კი კვებასთან მიმართებაში. ალბათ, ბევრ თქვენგანს გამოუცდია, რომ მედიკამენტი პირის გემოს ცვლის. მისი დამსახურებით, ჩვენ შეიძლება მიღებული საკვები სათანადოდ ვეღარ აღვიქვათ. საკვების მიღების პროცესში შეიძლება, ჩვენი მადა დაირღვეს იმიტომ, რომ ზოგიერთ მედიკამენტს მადის გაძლიერება, ან პირიქით, დაქვეითება ახასიათებს. ასეთ შემთხვევაში, უნებლიედ ულუფის ცვლილებას ვიწყებთ. ულუფა ხშირად მედიკამენტთან კავშირში არ განიხილება, მაგრამ როგორც შედეგი, გვაქვს შეცვლილი ულუფა - დაქვეითებული, ან გაზრდილი, რასაც თან წონის მერყეობაც სდევს. ამიტომ, მედიკამენტი შეიძლება, წონის მატების, ან კლების წინაპირობა გახდეს. ასევე, გასათვალისწინებელია მედიკამენტების მოხმარების დრო. ძალიან ხშირად, მას უწერია, რომ კვების დროს უნდა იყოს მიღებული და ამ წესის დარღვევა შესაძლოა, საყურადღებო იყოს...განაგრძეთ კითხვა