რომელი მშობლისგან რა დაავადებები და ნიშან-თვისებები გადაეცემა ბავშვს მემკვიდრეობით - გენეტიკოსის განმარტება - Gemrielia.ge

რომელი მშობლისგან რა დაავადებები და ნიშან-თვისებები გადაეცემა ბავშვს მემკვიდრეობით - გენეტიკოსის განმარტება

გენეტიკოსი ლალი მარგველაშვილი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა დაავადებები გადაეცემა ბავშვს მშობლებისაგან და რა ნიშან-თვისებებს იღებს ის გენეტიკურად მემკვიდრეობით:

- ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მშობლებიდან და წინაპრებიდან ადამიანებს გადაეცემათ, განლაგებულია ქრომოსომებში, ან ბირთვში არსებულ ორგანელებში. უმეტესი ინფორმაცია, რაც ჩვენი გარეგნობის, ქცევის, ნივთიერებათა ცვლის, აღნაგობის - ყველაფრის, რაც გვაქვს, თმის ფერიდან დაწყებული ხარისხით დამთავრებული ადამიანს ქრომოსომებსა და ორგანელებში განლაგებული გენეტიკური ინფორმაციითაა განპირობებული. ეს ინფორმაცია მრავალგვარია და დღეისათვის უკვე 7 500 სხვადასხვა ცილისთვის დამახასიათებელი შესატყვისი გენია ცნობილი. როცა ჩვენ ერთი რომელიმე გენის დაზიანებაზე ვლაპარაკობთ, შეიძლება მან მრავალი სხვადასხვა გამოვლინება მოგვცეს. ყველა გენი ადამიანის 46 ქრომოსომაშია ჩალაგებული და თითოეული ქრომოსომა წყვილის სახითაა წარმოდგენილი.

ერთადერთი განმასხვავებელი, რასაც შვილი დედისგან და მამისგან იღებს, ეს არის სასქესო ქრომოსომები. დედისგან ბავშვმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ X ქრომოსომა, გინდათ ბიჭს გადასცემდეს და გინდათ, გოგოს. მამა ბიჭს გადასცემს Y ქრომოსომას, თუ მას გოგო ეყოლა, ესე იგი მისთვის X ქრომოსომა გადაუცია. თუ X ქრომოსომაში 800-ზე მეტი მოქმედი გენი არსებობს, კაცის Y ქრომოსომაში მხოლოდ 90-მდეა. ბევრად უფრო ნაკლებია, მაგრამ სქესის კოდირებისათვის გაცილებით მნიშვნელოვანია. მხოლოდ Y ქრომოსომაშია გენების ის ნაწილი, რომელიც კაცის სქესის, სპერმის სინთეზზე, ყველა მამაკაცურ ნიშანზეა პასუხისმგებელი. მამრობითი სქესი გადაეცემა მხოლოდ მამაკაციდან, მდედრობითი ქალის სქესი გადაეცემა როგორც დედიდან, ისე მამიდან...განაგრძეთ კითხვა