"ხშირად არ ვაკონტროლებთ სიტყვებს, მაგალითად ვამბობთ, როგორ გახდი, ან როგორ გასუქდი... გვიყვარდეს ერთმანეთი +20 კილოთიც და -40 კილოთიც" - მარიამ როინიშვილი წონასთან დაკავშირებულ პრობლემებზე - Gemrielia.ge

"ხშირად არ ვაკონტროლებთ სიტყვებს, მაგალითად ვამბობთ, როგორ გახდი, ან როგორ გასუქდი... გვიყვარდეს ერთმანეთი +20 კილოთიც და -40 კილოთიც" - მარიამ როინიშვილი წონასთან დაკავშირებულ პრობლემებზე

არიამ როინიშვილი მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დედას ბავშვობიდან დაჰყავდა შვილები ოპერაში, ამიტომ მარიამის სამომავლო პროფესიაზე ამან დიდი გავლენა იქონია - იგი ქართველი სოპრანოა. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მარიამს ოპერა დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული "ჩიკაგოში" ველმას როლია. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ.

სოციალურ ქსელში მარიამ როინიშვილის კადრები გავრცელდა. ის სპექტაკლში ველმას როლს ასრულებს და, განსაკუთრებულ მუსიკალურ მონაცემებთან ერთად, საოცარ ცეკვასაც გვთავაზობს. ყველამ აღნიშნა, რომ მარიამი იდეალურ ფორმაშია...განაგრძეთ კითხვა