პური, ხახვი, ვაშლი... - ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, რომლებიც მუცლის შებერილობას იწვევენ - რით შეიძლება ჩაანაცვლოთ ისინი - Gemrielia.ge

პური, ხახვი, ვაშლი... - ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, რომლებიც მუცლის შებერილობას იწვევენ - რით შეიძლება ჩაანაცვლოთ ისინი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "შენი დილა" საუბრობს, რომელი პროდუქტები იწვევს მუცლის შებერილობას და როგორ შეიძლება, ამ პრობლემას ვებრძოლოთ:

- საქართველოში მუცლის შებერილობა ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, ნაწლავებში აირები უგროვდებათ, მუცელი სტკივათ და დისკომფორტს განიცდიან. გეტყვით, როგორ უნდა ჩააბაროთ შებერილობა წარსულს.

ზოგადად, ადამიანები ხშირად გამოსავალს მედიკამენტებში ეძებენ. თუ ნაწლავებისა და სხვა ორგანოების მხრივ დარღვევა არ აქვთ და საუბარი ფუნქციურ შებერილობაზეა, მაინც, პირველ რიგში, გამოსავალს წამალში პოულობენ. როგორც წესი, ორი ჯგუფის მედიკამენტი ინიშნება. ერთი სიმეტიკონის ჯგუფს მიეკუთვნება. ისინი აირის ბუშტუკების ზომას ამცირებენ და შესაბამისად, შებერილობასა და იმ დისკომფორტსა ხსნიან, რაც ამ ყველაფერს ახლავს. მსგავსი პრეპარატები სხვადასხვა სახელწოდებითა და დოზით იყიდება. შებერილობის მყისიერი მოგვარება ასე ხდება ხოლმე. ეს მიზეზზე არ მუშაობს, შედეგზეა ორიენტირებული. ამიტომაცაა, რომ როგორც კი პაციენტი წამლის მიღებას დაასრულებს, ჩივილები ისევ თავიდან ეწყება. სიმოტიკონის მსგავსად მუშაობს ნახშირი და იმავე მოქმედებისაა.

მეორე ჯგუფის მედიკამენტები უფრო დანამატების სახით გამოიცემა ხოლმე. ისინი არიან ფერმენტები, რომლებიც ადამიანებს საკვების მონელებაში ეხმარებიან და ასევე, ამცირებენ აირების წარმოქმნას. ამ შემთხვევაში, მონელება მთავრდება წვრილ ნაწლავში, მსხვილში აღარ გადადის და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც უკეთესობა აქვთ. თუმცა, აქაც იგივე პრობლემაა. როგორც კი პაციენტი ამ მედიკამენტების მიღებას შეწყვეტს, ისევ თავიდან ეწყება შებერილობა...განაგრძეთ კითხვა