კახეთმა ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიულ კონგრესს უმასპინძლა - ინიციატივა, რომელიც მონაწილეებს კულტურულ და გასტრონომიულ სფეროში ღირებულ გამოცდილებას მისცემს - Gemrielia.ge

კახეთმა ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიულ კონგრესს უმასპინძლა - ინიციატივა, რომელიც მონაწილეებს კულტურულ და გასტრონომიულ სფეროში ღირებულ გამოცდილებას მისცემს

2-3 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი - “Culinary Connection Euskadi-Georgia” გაიმართა.

კონგრესის ფარგლებში მოეწყო პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები უძღვებოდნენ. ღონისძიებას 250-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. კონგრესზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები.

429746018-256571497504523-5844642130453022476-n-1709723223.jpg

გუდის ყველი, აჯიკა, ქართული ღვინო და სხვა უამრავი გემო - კონგრესზე ქართული სამზარეულო მთელი თავისი დიდებულებით იყო წარმოდგენილი. ბასკი შეფების აღფრთოვანება სწორედ, ქართული გემოების ავთენტურობამ დაიმსახურა. ქართულ კულინარიაში ისტორიისა და თანამედროვეობის შერწყმით მიღებული კერძების დაგემოვნების შემდეგ, სტუმრება აღნიშნეს რომ საქართველოს მსოფლიოს კულინარიისთვის ნამდვილად ბევრი აქვს სათქმელი.

430390028-3225795797716049-4841729123331205139-n-1709723253.jpg

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბასკეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და Mantala-ს ორგანიზებით ჩატარდა. ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი, მიზნად ისახავს არა მხოლოდ კულინარიულ ოსტატობის, არამედ - ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარებას.

430205687-1205615183734374-3981902560968249608-n-1709723594.jpg

გასტრონომიულ კონგრესზე მასტერკლასები ჩაატარეს ბასკეთისა და საქართველოს წამყვანი რესტორნებისა და სასტუმროების მასტერშეფებმა და სომელიებმა:

ცნობილი ქართველი შეფები თეკუნა გაჩეჩილაძე, დავით ნარი ნარიმანიშვილი და ლუკა თოდუა.

პილი მანტეროლა - რესტორან „ირიბარის“ შეფი

ენრიკე ფლაიშმანი - რესტორან “ბაილარას" მთავარი შეფი

ხაბი გოროჩატეგი - სოლ რეპსოლის მფლობელი და რესტორან “კასა ჯულიანის” მასტერ შეფი

ჯონ აიალა - რესტორან "ლაია ერეტეგიას" შეფი

იგორ არეგი - რესტორან “კაია კაიპეს” შეფი

ხუან კარლოს კარო - „ზელაი ჩიკი“

შუა იბანეზი - რესტორან „არზაკის“ სომელიე.

კრისტინა გარსია - რესტორან „აზურმენდის“ შეფ კონდიტერი

გასტრონომიულ კონგრესს ბასკეთის კულინარიული ცენტრის დირექტორი ხოსე მარი აიზეგაც სტუმრობდა.

430471093-792956266021057-2127301804269761874-n-1709723289.jpg

„ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო, მოხდა კულტურული და კულინარიული ტრადიციების გაზიარება. გარკვეულწილად გავეცანი ქართულ სამზარეულს. სამზარეულს რომელსაც სურს განვითარდეს აუცილებლად აქვს პერსპექტივა. ერთგული იყო ტრადიციების და პარალელურად ისწრაფოდე განვიტარებისთვის.- ეს არის ქართული სამზარეულო. ეს მნიშვნელოვანი დეტალია. კონგრესის მიზანია თანამედროვე ტენდენციებისა და მეთოდოლოგიების სინთეზით ბასკეთისა და საქართველოს მდიდარი ტრადიციული კულინარიისა და ღვინის წარმოჩენა. აღნიშნული ინიციატივა მონაწილეებს კულტურულ და გასტრონომიულ სფეროში ღირებულ გამოცდილებას მისცემს. Culinary Connection-ი შესანიშნავ შესაძლებლობას მოგვცემს სამომავლოდ ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის კავშირების დამყარებასა და ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ერთი უნივერსალური ენით, რომელსაც გასტრონომია ჰქვია,“ - აღნიშნა ხოსე მარი აიზეგამ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიება, სადაც შეიძლება ჩვენი ქვეყნები დაახლოვდნენ და ურთიერთობა სამომავლოდ გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია კულტურული გამოცდილების გაზიარება, მათ შორის, ღვინისა და გასტრონომიის ნაწილში. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გავხდებით ხიდი, რომელიც ამ კავშირს კიდევ უფრო მეტად გაამყარებს და განავითარებს. რამდენიმე წელია ქართულ გასტრონომიას ვიცნობ და ეს ჩემი მესამე ვიზიტია საქართველოში. გაქვთ ძალიან ღრმა კულტურა, სადაც შეინიშნება განსხვავებული ისტრიული ინდივიდუალობა, თქვენ გყავთ შეფები, რომლებიც ცდილობენ ეს ისტორია თამედროვეობას ისე შეუხამონ, რომ ფუნდამენტური პრინციპები არ დაიკარგოს. საქარტველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ბევრი რამ სათქმელი მსოფლიოსთვის,“ - აღნიშნა რესტორან “ბაილარას" მთავარმა შეფმა ენრიკე ფლაიშმანმა.

ბასკურ-ქართული კულტურის ტრადიციები და ენის მსგავსება ახალი არ არის. ბასკური თვითმყოფადობის ნაწილიც ქართულის მსგავსად, მისი სამზარეულო და ტრადიციული გემოებია. ამ ორი ქვეყნის კერძებსა და კულინარიას კახეთმა ტრადიციული სტუმართმოყვარეობიტ უმასპინძლა.

„ესპანეთში ჩვენი საელჩოს ჩართულობითა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის აქტიური მხარდაჭერით, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბასკებთან ერთად კულინარიული სკოლის მშენებლობას. ბასკეთი საინტერესოა კულინარიისა და ტურიზმის მიმართულებით. სწორედ აქედან წამოვიდა ბასკ მეგობრებთან ერთად იდეა, რომ ყოველწლიურად ჩატარდეს კონგრესი, სადაც შესაძლებელია ბასკმა და ქართველ შეფებმა გაუზიარონ ერთმანეთს კულინარიული გამოცდილება, რომელიც ხელს შეუწყობს გასტროენოტურიზმის და ზოგადად ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყნაში", - იდეის მნიშვნელობაზე საუბრობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

კონგრესის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიული ცენტრის წარმომადგენლებიმა, შეფებმა და სომელიებმა იმოგზაურებენ კახეთში, სადაც, ქართველ შეფებთან ერთად, ქართული ღვინო და სამზარეულო დააგემოვნეს.

კონგრესის მასპინძლები და ბრენდამბასადორები იყვნენ დადუნა ღლონტი და ქეთი კვიჭიძე.

შეფების კვალიფიკაციიდან და კონგრესის მისიის სრული დაფარვიდან გამომდინარე, რესტორნებსა და სასტუმროებში ვიზიტები ენოგასტრონომიული ტურის გარდა, ტურისტული ადგილმდებარეობების გაცნობასა და შეფასებასაც მოიცავდა. შეფებმა ადგილზე საკუთარი და საუკეთესო პრაქტიკებიდან გამომდინარე, ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.

ფინალურ ღონისძიებაზე, ექსკლუზიურად მოწვეულ სტუმრებს გალა სადილით ბასკი შეფები გაუმასპინძლდნენ. 3 დღის განმავლობაში, ქართული და ბასკური სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში მოექცა.

„ჩვენ გვერგო უდიდესი პატივი, რომ ბასკური კულინარიული ცენტრიდან სტუმრად მყოფ შეფებს გავუმასპინძლდეთ. ისინი ჩვენთან ჩამოვიდნენ და გადმოგვცეს თავიანთ გამოციდლებას და ჩვენც გავუზიარებთ. ვისაუბრეთ პროდუქტზე, ტრადიციებზე, კულინარიულ ტენდენციებსა და ტექნიკაზე. ეს საინტერესოა. ეს მნშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის,“ - მიაჩნია ქართველ შეფს დავით ნარი ნარიმანიშვილს.

“ჩვენს ურთიერთობას აქვს წარსული. ეს დაიწყო წლების წინ და გრძელდება ახლაც. ვფიქრობ რომ ეს ორივე მხარისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ეს იქნება კავშირი რომელიც არ დამთვრდება ამ კონკგრესით და მომავალში გაზრდის გასტრონომიული და ტექნოლოგიური ურთიერთობების შესაძლებლობას,“ - აღნიშნავს ბასკეთის სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის მინისტრი ბუტორ ოროზი.

“Culinary Connection Euskadi-Georgia”-ის მთავარი მხარდამჭრები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია. სს "საქართველოს ბანკი" , ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", კომპანია "ბორჯომი" და მეღვინეობა "თელიანი ველი". ღონისძიება ასევე ბასკეთის მთავრობის მხარდაჭერითა და ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და Mantala-ს ორგანიზებით იმართება.

ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და მანტალას შესახებ

ბასკური კულინარიული ცენტრი წარმოადგენს უნიკალურ ეკოსისტემას, სადაც ინოვაცია, კვლევა და მეწარმეობა გასტრონომიის განვითარებისა და ხელშეწყობის თანმდევია.

ცენტრის მისია ემყარება ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა ინოვაცია, ოსტატობა და სოციალური ვალდებულება. ბასკური კულინარიული ცენტრი, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან სან სებასტიანში ფუნქციონირებს, არის პიონერი დაწესებულება, რომელიც აღიარებულია გასტრონომიულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და კვლევისა და ინოვაციების ცენტრის მიერ.

Mantala Basque Gastronomy მიზნად ისახავს ბასკური გასტრონომიის პოპულარიზაციას და განვითარებას, ცოდნის გაცვლის ხელშეწყობას. „მანტალას“ მხარდამჭერები არიან ბასკეთის კულინარიული ცენტრი, “Hazi Fundazioa“.

R