"ამ ორ პროდუქტზეა დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება ბავშვის თავის ტვინი და რამდენად მტკიცე იქნება იმუნიტეტი" - რა უშლის და რა უწყობს ხელს ტვინისა და იმუნიტეტის განვითარებას? - Gemrielia.ge

"ამ ორ პროდუქტზეა დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება ბავშვის თავის ტვინი და რამდენად მტკიცე იქნება იმუნიტეტი" - რა უშლის და რა უწყობს ხელს ტვინისა და იმუნიტეტის განვითარებას?

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში"პირადი ექიმი" საუბრობს, რომელი პროდუქტები უშლის და უწყობს ხელს ბავშვის თავის ტვინის, ნერვული სისტემისა და იმუნიტეტის განვითარებას და რის გამოყენებასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად, თუ გვსურს, ზრდასრულ ასაკში საღი აზროვნება, მეხსიერება და ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ:

- ყველა ის ინფორმაცია, რომლებსაც გაგიზიარებთ, პრაქტიკულად უნივერსალურია. გაგახსენებთ, რომ ნერვული სისტემა ჩვენი ორგანიზმის მართვის პულტია. ყველა ორგანო, სისტემა არის ორკესტრი, რომელსაც ერთი დირიჟორი ჰყავს, თავის ტვინის სახით. იმუნური სისტემა ჩვენი ორგანიზმის დაცვაზე მთლიანადაა პასუხისმგებელი, მათ შორის, ნერვულ სისტემაზე, შესაბამისად, კავშირის ხელოვნურად ძებნა არც გვჭირდება. ასეთი კავშირი ბუნებრივად არსებობს. მაგრამ, მოსაძებნია კავშირი კვებას, ნერვულ სისტემასა და იმუნურ სისტემას შორის.

დადგენილია, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ანთებას ხელს უწყობს, ბავშვის ნერვულ სისტემას, თავის ტვინსა და მის განვითარებასაც აზარალებს. მეორე მხრივ, ასუსტებს იმუნიტეტს. შესაბამისად, ასუსტებს ბავშვის იმუნურ პასუხს სხვადასხვა გამოწვევაზე. ყველა ის პროდუქტი, რომლებიც კალორიებითაა დატვირთული, მაგრამ საკვები ნივთიერებებით ღარიბია, პრობლემაა ნერვული სისტემის განვითარებისთვის, თავის ტვინისთვის, შემეცნებისა და რასაკვირველია, იმუნური სისტემისთვის.

როდესაც კვება კალორიებით მდიდარია, მაგრამ საკვები ნივთიერებებით ღარიბი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მაშინ რომელი ნივთიერებებით იტვირთება ასეთ დროს ბავშვის ორგანიზმი. ესენია:

  • ბევრი შაქარი

განაგრძეთ კითხვა