"თუ თითები გიკრთით და ხელები გიკანკალებთ, ამის მიზეზი არის ის რომ..." - რას ამბობს გიორგი ღოღობერიძე ამ პრობლემის შესახებ? - Gemrielia.ge

"თუ თითები გიკრთით და ხელები გიკანკალებთ, ამის მიზეზი არის ის რომ..." - რას ამბობს გიორგი ღოღობერიძე ამ პრობლემის შესახებ?

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს და ასახელებს იმ მიზეზებს, რომლებიც შესაძლოა თითების უნებლიე კანკალს, ანუ ტრემორს იწვევდეს:

- ზოგიერთი ადამიანი, როცა მტევანს წინ გამოსწევს, შენიშნავს, რომ მისი თითები უნებლიეთ მოძრაობს. მოგიყვებით, რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა, რისგანაა გამოწვეული და ღირს თუ არა დაპანიკება.

როცა ხელს გამოსწევთ და ამ დროს თითები კრთის, ეს არ ნიშნავს, რომ პარკინსონის დაავადება გაქვთ. ფიზიოლოგიურ ტრემორს შესაძლოა, რაღაც ამწვავებდეს და კიდევ უფრო გამოხატული იყოს. ასეთ დროს, ხელს რომ გამოსწევს ადამიანი, თითები საგრძნობლად კრთის. ეს შეიძლება ჰქონდეს ბავშვს, ოჯახის სხვა წევრს და არ იციან, რა გააკეთონ, ვის მიაკითხონ. თუ ივარჯიშეთ, ან რაღაცას აკეთებდით და ამის შემდეგ გაქვთ ტრემორი, ნორმაა. ფიზიკური აქტივობის შემდეგ, ფიზიოლოგიური ტრემორი ხშირადაა გამოხატული. თუ ბავშვს აქვს ხელის კანკალი, ძალიან ხშირად, ეს შფოთვის ნიშანია. შესაძლოა გამოცდები აქვს, სტრესულ პირობებშია... იგივე შეიძლება, ზრდასრულსაც ჰქონდეს. შფოთვის დროს თითების ტრემორი ხშირია.

გარდა ამისა, თითების ტრემორი ძალიან ხშირად შესაძლოა, სისხლში გლუკოზის რაოდენობის შემცირებით, ანუ ჰიპოგლიკემიით იყოს გამოწვეული. არ არის აუცილებელი, გლუკოზის რაოდენობა 70-ს ქვემოთ იყოს, რომ ტრემორი განვითარდეს. თუ თითები გიკრთით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს სხეულს გლუკოზა აკლია და სწორედ ამიტომაა, რომ სიმპათიკური ნერვული სისტემა ირთვება და ტრემორი იწყება. ამიტომ, გლუკოზის რაოდენობა დროულად უნდა შეავსოთ.

ასევე, თითების ტრემორი შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობით იყოს გამოწვეული. ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ მისი ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე უფრო მეტ ჰორმონს გამოჰყოფს. ამას ჰიპერთირეოზი ჰქვია. ჭარბი რაოდენობით ჰორმონები სწორედ რომ ტრემორს იწვევს...განაგრძეთ კითხვა