თუ დიეტას იცავთ და წონაში მაინც ვერ იკლებთ, ეს ნიშნავს რომ... - რა მიზეზებზე და გამოსავალზე საუბრობენ ექიმები - Gemrielia.ge

თუ დიეტას იცავთ და წონაში მაინც ვერ იკლებთ, ეს ნიშნავს რომ... - რა მიზეზებზე და გამოსავალზე საუბრობენ ექიმები

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ყველა წესსა და რეკომენდაციას ვიცავდეთ, კვებას, კალორიებს ვაკონტროლებდეთ, არის შემთხვევები, როდესაც წონა არ იცვლება და სასწორზე კვლავ ძველი მონაცემია. გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" საუბრობენ, რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს და რა პროდუქტები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ ციფრები შეიცვალოს:

რეზო ომიაძე: სამწუხაროდ, არ ვაკვირდებით იმ ფაქტს, თუ რატომ არ ვიკლებთ წონაში.

ლევან რატიანი: მაგალითად, არ ვაკვირდებით იმას, არის თუ არა ადამიანის ორგანიზმში ანთებითი პროცესები. ასევე, არის თუ არა ჰორმონალური დისბალანსი. არის თუ არა საკვების მონელება ადეკვატური. ამ მიზეზების მიგნება დაგეხმარებათ, შეარჩიოთ ის საკვები, რომლებიც კონკრეტული პრობლემის შემთხვევაში, გაყინული წონის დაკლებას ხელს შეუწყობს.

განხილვა ანთებითი პროცესით დავიწყოთ. დააკვირდით, თუ ამ სიმპტომებს საკუთარ თავში ამოიცნობთ: სახე შეშუპებულია, ღაწვები გამოკვეთილი არ არის, თითიდან ბეჭდის მოხსნა გიჭირთ, ცხიმი გიგროვდებათ წელის ან მუცლის არეში - ეს შესაძლოა, ორგანიზმში ანთებითი პროცესების ბრალი იყოს.

რეზო ომიაძე: საკვები, რომელსაც მიირთმევთ, შესაძლოა, ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებას ხელს უწყობდეს. როდესაც ორგანიზმი მიმდინარე ანთებით პროცესებზე სიგნალს იღებს, ის სტრესის ჰორმონს გამოიმუშავებს, რომელიც ეუბნება ჩვენს ორგანიზმს, რომ ცხიმის წვა უნდა შეწყვიტოს და პირიქით, უნდა დაიგროვოს. ამიტომაა სახე შეშუპებული და ღაწვები თითქმის არ ჩანს.

ლევან რატიანი: ასეთ შემთხვევაში, ისეთი საკვების მიღებაა მართებული, რომელიც ანთებით პროცესებს ,,მიზანში ამოიღებს“. ანთებითი პროცესი შეიძლება, სხეულის ნებისმიერ ნაწილში იყოს. ანთება შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით, შესაძლოა იყოს აუტოიმუნური და ასე შემდეგ.

ანთებითი პროცესი ადამიანის ორგანიზმში წონის გაყინვის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება, იყოს...განაგრძეთ კითხვა