რა არის "გოჯი ბერი" და რატომ უმზადებს მას კონსტანტინე თედელური საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს? - Gemrielia.ge

რა არის "გოჯი ბერი" და რატომ უმზადებს მას კონსტანტინე თედელური საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს?

26 მარტის საღამოს, ქართველი ხალხის ნაწილი ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენის" ტრიბუნებზე, ნაწილი ქუჩაში, საგულდაგულოდ დამონტაჟებული დიდი ეკრანების, ნაწილი კი სახლში - ტელეეკრანების წინ მოკალათდა. ფაქტი კი ერთი იყო - 26 მარტის საღამოს ქართველების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ყველა საქმე გადადო და ამ მართლაც ისტორიული მატჩის საყურებლად მოემზადა.

საქართველომ საბერძნეთთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ვეროპაზე გავიდა. რაც შემდეგ მოხდა, ალბათ, ბევრი თქვენგანი თბილისის ქუჩებში საკუთარი თვალით ან სოციალური ქსელებით მაინც ნახავდა. გახარებულმა ფეხბურთელებმა გასახდელიდან "ლაივი" ჩართეს, სადაც ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ერთმანეთს ამ წარმატებას ულოცავდნენ. გასახდელში მათთან და სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებთან ერთად, ნაკრების მთავარი შეფი, კონსტანტინე თედელურიც იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, შეფი კონსტანტინე ატქიურად ზრუნავს ფეხბურთელების სწორ კვებაზე და მათთვის შესაფერს კერძებს ამზადებს, რომელთა შორის გიორგი ჩაკვეტაძისთვის საყვარელი გოჯი ბერიც აღმოჩნდა. "შეფ, რა ჰქვია იმას? გოჯი ბერი. გო ჯი ბე რი, გო ჯი ბე რი..." - ისმის გასახდელიდან გამოქვეყნებულ კადრებში.

რა არის გოჯი ბერი? გოჯი ბერი - Lycium barbarum-ის ან Lycium chinense-ის ტკბილი ნაყოფი, თეთრეკალას ორი მჭიდროდ მონათესავე სახეობა ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა.

ხილი მსგავსია, მაგრამ შეიძლება გამოირჩეოდეს განსხვავებული გემოთი და შაქრის შემცველობით. მის შესახებ პირველი ინფორმაცია გვხვდება დაახლოებით 4000 წლის წინ შანის დინასტიის ჩინურ ხელნაწერში, ხოლო მისი სამკურნალო თვისებები „სიცოცხლის ხის“ სახელით აღიწერა „სიმღერების წიგნში“ 2000 წლის წინ.

ჩანაწერებიდან ირკვევა, გოჯი ბერის სამკურნალო თვისებები პირველად ტიბეტელმა ბერებმა შენიშნეს. 2000 წლიდან გოჯი ბერი და მისგან მიღებული პროდუქტები გავრცელდა განვითარებულ ქვეყნებში, როგორც ჯანსაღი საკვები და ალტერნატიული მედიცინის საშუალება...განაგრძეთ კითხვა