სიახლე ქართულ ბაზარზე - მაროკოული ავოკადო, რომელიც არსებულზე მკვეთრად იაფი ღირს - Gemrielia.ge

სიახლე ქართულ ბაზარზე - მაროკოული ავოკადო, რომელიც არსებულზე მკვეთრად იაფი ღირს

EastFruit-ის ანალიტიკოსთა ინფორმაციით, 2024 წლის მარტში საქართველოს ბაზარზე მაროკოდან ჰასის ჯიშის ავოკადოს პირდაპირი საბითუმო მიწოდება განხორციელდა. აღნიშნული პროდუქტის რეალიზაცია ერთ-ერთ სუპერმარკეტში ხდება და ერთი კილოგრამი 4,8 დოლარი ღირს.

ეს ფაქტი ნამდვილ გარღვევად შეფასდა, რადგან ქვეყანაში არსებული თურქული ავოკადოს ფასი 6,5-დან 7 დოლარამდე მერყეობს. ამასთან, მაროკოს პროდუქტი პრემიუმ ჰასის ჯიშის მწიფე ავოკადოა, თურქული კი - მწვანე.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მაისსა და აგვისტოში, კენიიდან ავოკადოს პირველი პირდაპირი მიწოდება საქართველოში განხორციელდა, რამაც შესაძლებელი გახადა ფასების შემცირება და მომხმარებელთა ყურადღების მიქცევა ბაზრის ამ სეგმენტზე...განაგრძეთ კითხვა