"ატამი, ვაშლი, ყურძენი..." - რომელი 10 პროდუქტი გაძვირდა მარტში ყველაზე მეტად? - Gemrielia.ge

"ატამი, ვაშლი, ყურძენი..." - რომელი 10 პროდუქტი გაძვირდა მარტში ყველაზე მეტად?

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა. ხოლო მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაცია 0.01% იყო. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4%-ს შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური მაჩვენებელი 2.3%-ით განისაზღვრა.

მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად ატამი, ვაშლი და ყურძენი გაძვირდა.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაძვირდა შემდეგი 10 პროდუქცია:

  • ატამი - 52.92%-ით
  • ვაშლი - 44.75-ით
  • ყურძენი - 44.71-ით
  • ქლიავი - 44.29%-ით
  • ნიორი - 34.88%-ით
  • მსხალი - 31.68%-ით
  • კივი - 26.64 %-ით
  • წიწაკა - 21.45%-ით
  • ბენზინი - 20.59%-ით
  • ბადრიჯანი 15.79%-ით

წყარო: BPN.GE