გაძვირდება თუ არა საქართველოში ყავა? - Gemrielia.ge

გაძვირდება თუ არა საქართველოში ყავა?

ესპრესოსა და ხსნადი სასმელების ყავა რობუსტაზე საბირჟო ფასები 16-წლიან მაქსიმუმზეა. ბოლო მონაცემებით, ყავის აღნიშნული სახეობის ღირებულება ტონაზე 3 800 დოლარამდეა გაზრდილი, ასევე 4 600 დოლარამდეა გაძვირებული არაბიკაც.

როგორ აისახება საერთაშორისო ბაზრებზე არსებული სიტუაცია საქართველოზე და ხომ არ გამოიწვევს ეს ყავის ფასების გაზრდას.

როგორც ჩვენთან საუბარისას კომპანია „სისაურში“ აცხადებენ, ისინი რობუსტას ყავას არ იყენებენ. თუმცა იმპორტზე შემოაქვთ არაბიკას ჯიშის ყავის მარცვლები, რაზეც ფასი ასევე გაზრდილია. კომპანიაში აცხადებენ, რომ არაბიკას ნედლი ყავის რამდენიმე თვის მარაგი აქვთ, რაც საშუალებას აძლევთ, რომ ფასები ამ ეტაპზე შეინარჩუნონ.

„ნამდვილად ძალიან გაიზარდა ყავის ფასი. რეკორდულად მოიმატა რობუსტას ჯიშის იაფმა ყავამ. ამ ყავას ჩვენ ისედაც არ ვიყენებთ. რაც შეეხება არაბიკას ჯიშის ძვირფასი ყავის მარცვლებს, ფასი აქაც ძალიან გაზრდილია. საბედნიეროდ, გვაქვს რამდენიმე თვის მარაგი...განაგრძეთ კითხვა