როგორ დაიკლოთ წონაში მარტივად? - რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი წონის მიღწევაში - Gemrielia.ge

როგორ დაიკლოთ წონაში მარტივად? - რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი წონის მიღწევაში

წონის დაკლებისთვის ზოგიერთმა დიეტამ შეიძლება შიმშილის გრძნობა დაგიტოვოთ.მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია დამუშავებული საკვების ამოღება წონის დასაკლებად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით ისეთი საკვების, რომელიც შეიცავს ცარიელ კალორიებს, შაქარს და არაჯანსაღ ცხიმებს, ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რას დაამატებთ რაციონში. მაგალითად, საკვები, რომელიც მდიდარია ბოჭკოთი და პროტეინებით, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ არაჯანსაღი არჩევანი.

გასათვალისწინებელია, რომ პორციების ზომა მნიშვნელოვანია. ჭარბი კვება, თუნდაც საკვები ჯანსაღი იყოს, არ დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

ჯანსაღი და შემავსებელი საკვები, რომელიც დაგეხმარებათ გახდომაში:

ლობიო

ბოჭკოს კარგი წყაროა და ნებისმიერი საკვები, რომელიც მდიდარია ბოჭკოებით ხელს უწყობს ნაყროვანების განცდას. ბოჭკოს უფრო მეტი დრო სჭირდება მონელებისთვის.

მცირე კვლევამ აჩვენა, რომ ბოჭკოთი მდიდარი დიეტა ამცირებს შიმშილს. ლობიო ასევე ასტიმულირებს ნაწლავის ჰორმონის ქოლეცისტოკინინის, CCK, გამომუშავებას, რომელიც ანელებს კუჭის დაცლას და ხელს უწყობს მადის დათრგუნვას. ყველა ამ სარგებელმა შეიძლება გამოიწვიოს წონის დაკლება.

ორაგული

ჯანმრთელობის მრავალ სარგებელს შორის, ორაგული არის ცილის შესანიშნავი წყარო. ჰარვარდის T.H. ჩანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ აღნიშნა კავშირი ცილებსა და წონის დაკლებას შორის. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მათ, ვინც ცილას იღებდა ძირითადად წითელი ხორცის, დამუშავებული ხორცისა და ქათმის კანისგან, დროთა განმავლობაში მეტ წონას იმატებდა, ვიდრე ადამიანები, რომლებიც იღებენ ცილას ძირითადად უცხიმო პროდუქტებისგან, როგორიცაა ზღვის პროდუქტები და ქათმის ხორცი.

ცილებით მდიდარი საკვები ნაყროვანების განცდის შენარჩუნებას უზრუნველყოფენ, რადგან ცილა მეტაბოლიზდება უფრო ნელა, ვიდრე ცხიმები ან ნახშირწყლები.

ორაგული ასევე არის გულისთვის სასარგებლო ცხიმების ერთ-ერთი საუკეთესო წყარო, რომელიც ცნობილია როგორც ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები...განაგრძეთ კითხვები