მივიწყებული რეცეპტები კლასიკური ქართული სამზარეულოდან: როგორ მოვამზადოთ მჭადის ხაჭაპური - Gemrielia.ge

მივიწყებული რეცეპტები კლასიკური ქართული სამზარეულოდან: როგორ მოვამზადოთ მჭადის ხაჭაპური

სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პი­სა და აზი­ის გზა­გა­სა­ყარ­ზე დგას და უძ­ვე­ლე­სი სა­ვაჭ­რო გზე­ბი­თაა და­სე­რი­ლი. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რას ნიშ­ნავს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლი?

მომ­სვლელს მოჰ­ქონ­და თა­ვი­სი სამ­ყა­რო, გემო, სურ­ნე­ლი, წამ­სვლელს მიჰ­ქონ­და აქა­უ­რი ამ­ბე­ბი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, გე­მო­ებ­სა თუ სურ­ნე­ლებ­ში ინა­ხავ­და ხსოვ­ნას ამ ქვე­ყა­ნა­ზე.

მჭა­დის ხა­ჭა­პუ­რი

ხრა­შუ­ნა გარ­სით და გემ­რი­ე­ლი შიგ­თავ­სით - მჭა­დის ხა­ჭა­პუ­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვია ჩა­ის­თან მი­სარ­თმე­ვად.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • გაც­რი­ლი სი­მინ­დის ფქვი­ლი 500 გ.
  • იმე­რუ­ლი ყვე­ლი გა­ხე­ხი­ლი 500 გ.
  • წყა­ლი - რამ­დენ­საც შე­ი­ზელს.

მომ­ზა­დე­ბა:

  • სი­მინ­დის ფქვილს და­ვა­ყა­როთ მწიკ­ვი მა­რი­ლი, ნელ-ნელა და­ვუ­მა­ტოთ წყა­ლი და მოვ­ზი­ლოთ ნაზი ცომი.
  • იმი­სათ­ვის, რომ მჭა­დი გემ­რი­ე­ლი გა­მო­ვი­დეს, ცომი დიდ­ხანს ვზი­ლოთ ხე­ლით, შემ­დეგ 15 წუთი და­ვას­ვე­ნოთ.
  • ცო­მის ნა­ხე­ვა­რი ხელ­ში მო­ვა­გუნ­და­ოთ, მივ­ცეთ მრგვა­ლი ფორ­მა და მო­ვა­თავ­სოთ კარ­გად გა­ხუ­რე­ბულ ტა­ფა­ზე, ხე­ლით გა­ვაბრტყე­ლოთ თხელ ფე­ნად, გუნ­დას არ უნდა ჰქონ­დეს ნაპ­რა­ლე­ბი.
  • მჭა­დის ცომ­ზე გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ ყვე­ლი, ზე­მო­დან და­ვა­დოთ ცო­მის მე­ო­რე ნა­წი­ლი და გა­მო­ვა­ცხოთ 180 გრა­დუს­ზე აირ­ღუ­მელ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 40-45 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სა­ინ­ტე­რე­სო, ბევ­რი მი­ვი­წყე­ბუ­ლი კერ­ძის რე­ცეპტს იპო­ვით წიგნ­ში "კლა­სი­კუ­რი ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო", რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გი სა­ჩუ­ქა­რია, კუ­ლი­ნა­რი­ის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

9ad91903-26d4-45ed-b6f7-a41669214109-1713525583.jpg

წიგ­ნი 3 ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. შე­სა­ვა­ლი, რე­ცეპ­ტე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის კუ­ლი­ნა­რი­ის ის­ტო­რი­ე­ბი. მკი­თხვე­ლის­თვის ქარ­თუ­ლი ღვი­ნის უნი­კა­ლუ­რი გე­მო­ე­ბი გა­იხ­სნე­ბა, მას­თან ერ­თად ყვე­ლის და ხორ­ბლის ენ­დე­მუ­რი ჯი­შე­ბის შე­სა­ხე­ბაც გა­ი­გებთ.

mitana-49701-1713525638.png

წყარო:ამბებიშოპი