„ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას“ - აღმოაჩინეთ ქონდარი და მისი სასარგებლო თვისებები, რომლებზეც ბევრს წარმოდგენაც კი არ აქვს - Gemrielia.ge

„ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას“ - აღმოაჩინეთ ქონდარი და მისი სასარგებლო თვისებები, რომლებზეც ბევრს წარმოდგენაც კი არ აქვს

არომატულთან ერთად, ქონდარი სასარგებლო მცენარეცაა და სამკურნალოდ გამოიყენება. ის პოპულარული ჯერ კიდევ ძველი ბერძნების, რომაელების და ეგვიპტელების დროს გახლდათ, რომლებიც ქონდარს და მის ზეთს წარმატებით იყენებდნენ მედიცინასა და კულინარიაში.

 

ქონდრის უამრავი სახეობა არსებობს და ბევრი მათგანი საქართველოშიც მოდის. სუნელის სახით მისი გამოყენება გარკვეულ სიფრთხილეს მოთხოვს, რათა მისი გემო არ სჭარბობდეს სხვა სუნელების გემოს. სამზარეულოში გამოიყენებენ ცოცხალ და გამხმარ ფოთლებსა და ღეროებს.


ცოცხალი ქონდარი დიდი პოპულარობით სარგებლობს მწვანე და თეთრი ლობიოს, აგრეთვე სხვა პარკოსნების კერძების დასამზადებლად. გახმარი ფოთლები წარმოადგენენ კლასიკურ სუნელს ყველა პარკოსნების კერძებისათვის. ქონდარს იყენებენ სოკოს (შამპინიონების გარდა), ხორცის, კარტოფილის სალათების, მოხარშული თევზის, მაიონეზის, ბივშტექსის, ძეხვის, კატლეტის, შემწვარი კარტოფილის, კონსერვირებული კიტრის, ბოსტნეულის, ყველა სახის კომბოსტოს, ხორცის რაგუს, ყველის კერძების და მარილიანი ნამცხვრის დამზადებისას, ევროპაში ბევრს მოსწონს ნამცხვარი ქონდარით.

 

რა სარგებლობა მოაქვს ქონდარს?
 


• აქვს ანტისპაზმური და მატონიზირებელი თვისებები. აადვილებს მონელების პროცესს, აძლიერებს მადას, ხელს უწყობს გაზების გამოდევნას და ამშვიდებს კუჭის სპაზმს. ცხიმიან საკვებს ქონდარი აუცილებლად დაამატეთ - ეს გადამუშავებას გააადვილებს.

• ააქტიურებს დეზინტოქსიკაციის ფუნქციებს და დიურეზის პროცესს. გრიპისა და რევმატიზმის, ან ჭარბი საკვების მიღებით გამოწვეული პრობლემების დროს ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას.

• საკვების შემდეგ ქონდრის ჩაის მიღება დაგეხმარებათ გამოფხიზლებასა და თვლემის დაძლევაში

• ქონდრის აბაზანები ართრიტითა და რევმატიზმით გამოწვეული ტკივილის დაამებაში დაგეხმარებათ.

• ქონდარი კარგი "კბილის პასტაა" - ამაგრებს ღრძილებს, ასუსტებს კარიესის წარმოქმნის რისკებს და დეზინფექციას უკეთებს პირის ღრუს.

• გაითვალისწინეთ, რომ ქონდრის ეთერზეთი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. გადაჭარბებული გამოყენება ნერვულ სისტემას ზედმეტად აღაგზნებს.