ცნობილი ლიქიორი ბეილისი - ისტორია და მიღების წესები - Gemrielia.ge

ცნობილი ლიქიორი ბეილისი - ისტორია და მიღების წესები

ბეილისი (Baileys) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ირლანდიური ლიქიორია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ირლანდიური ვისკი და ნაღები. მასში ალკოჰოლის შემცვვლელობა დაახლოებით 17 % შეადგენს. ეს სასმელი პირველად 1974 წელს გამოჩნდა, როგორც პირველი ნაღების ლიქიორი.


ბეილისის წარმოება

ბეილისი პირველი ლიქიორია, რომელშიც ნაღები და ალკოჰოლი ერთად შეურიეს. მათი ჰომოგენიზირება და ერთგვაროვანი კონსისტენცია მიიღწევა ემულგატორის დახმარებით. სწორედ ამიტომ, ხანგრძლივი შენახვისას ნაღები და ვისკი არ განცალკევდება სასმელში. სხვა ინგრედიენტებიდან ლიქიორს ემატება შოკოლადი, ვანილი, კარამელი და შაქარი. კონსერვანტი არ ემატება, რადგან ალკოჰოლი უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ შენახვას.

როგორ უნდა დავლიოთ ბეილისი?

ბეილისს სვამენ ყინულით ან უხამებენ სხვა სასმელებს კოქტეილის სახით. ის შეგიძლიათ დაამატოთ ჩაის ან ყავას, აგრეთვე სხვადასხვა დესერტს, ნაყინს, კრემს.


ბეილისის შენახვის ვადა განისაზღვრება 24 თვით, +5-დან +25 გრადუსამდე ტემპერატურის დროს. კლასიკურის გარდა, პოპულარობით სარგებლობს ბეილისი პიტნისა და შოკოლადის და კრემ-კარამელის არომატით.

იხილეთ სახლში მომზადებული ბეილისის რეცეპტი