რა ფერის უნდა იყოს ჯანმრთელი კვერცხის გული? - Gemrielia.ge

რა ფერის უნდა იყოს ჯანმრთელი კვერცხის გული?

 


როცა კვერცხს მივირთმევთ, ალბათ ყველას წარმოგვიდგენია ქათამი, რომელიც ეზოში სეირნობს, შუალედებში მიირთმევს დელიკატესებს ჭიაყელებს სახით და ძირითადად კი ხორბლით იკვებება.

სამწუხაროდ, კვერცხის უმეტესობას, რომლებსაც მაღაზიებში ვყიდულობთ, დებენ ქათმები, რომლებიც 24 საათი დახურულ უზარმაზარ საქათმეში იმყოფებიან, იშვიათად გადიან მზეზე და თითქმის არასოდეს არიან სუფთა ჰაერზე.

თუკი კვერცხს მაღაზიაში ყიდულობთ, ალბათ ყველაზე ხშირად მთავარ ფოტოზე შუაში მდებარე კვერცხის გული გხვდებათ. მაღაზიის კვერცხის უმეტესობას ღია-ყვითელი შეფერილობა აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქათამი, რომელმაც ის დადო, ჭამდა სპეციალურ კომბიკორმს და თითქმის მთელ დროს საქათმეში მჯდომარე მდგომარეობაში ატარებდა.
იდეალურ, ჯანმრთელ კვერცხის გულს მუქი-ნარინჯისფერი აქვს. თუკი ასეთი კვერცხი შეგხვდათ, დარწმუნებული იყავით, რომ ჯანმრთელ პროდუქტს მიირთმევთ, ამბობს ENC-ის ჯანმრთელი კვების ცენტრის დირექტორი ჰილარი ტესმანი.

რატომ უნდა ვიდარდოთ, რას ჭამს ქათამი?

თუნდაც იმიტომ, რომ ეს პირდაპირ გავლენას ახდენს კვერცხის ჯანმრთელობაზე.
დიახ, რა ფერისაც არ უნდა იყოს კვერცხის გული, მასში მაინც საკმარისი რაოდენობის ცილა და ცხიმია, მაგრამ მუქი ფერის კვერცხის გული იმის დასტურია, რომ კვერცხში კიდევ დიდი რაოდნობით კსანტოფილები და ცხიმოვანი მჟავები ომეგე-3-ია. ქსანტოფილებს ასევე შეიცავს ისპანახი, კომბოსტო, ცუკინი და ბროკოლი. ომეგა-3-ს სარგებლობისა და მნიშვნელობის შესახებ ალბათ ყველას მოგეხსენებათ.
გარდა ამისა, პენსილვანიის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მუქი ნარინჯისფერი კვერცხის გული შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს A, D და E, ასევე ბეტა-კაროტინის დიდ დოზას.
GEMRIELIA
მარტივად რომ ვთქვათ, თუკი კვერცხში ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებები არ არის, ან საკმარისი რაოდენობით არ არის (რაზეც მისი გულის ღია ფერი მეტყველებს), მაშინ მის ჭამას აზრი არ აქვს: მისგან სარგებელი დიდი არაფერია, ცილისა და ცხიმის მიღება კი სხვა პროდუქტებიდანაც არის შესაძლებელი - ამტკიცებენ მეცნიერები.