ხახვის მარინადი თქვენს მწვადს განსაკუთრებულ გემოს შესძენს - Gemrielia.ge

ხახვის მარინადი თქვენს მწვადს განსაკუთრებულ გემოს შესძენს


ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ხახვის მარინადზე, რომელიც თქვენს კერძს ცვრიანს და არომატულს გახდის. ხახვის წვენი ხორცს არბილებს, მაგრამ საჭიროა ხახვის სწორად დაჭრა: ის წვირლად უნდა დაიჭრას. შემდეგ შეურიეთ წინასწარ მომზადებულ ხორცის ნაჭრებს და გააჩერეთ ორიოდ საათი. შეგიძლიათ დაუმატოთ წიწაკა (პილპილი) და ის სუნელები, რომელიც მოგწონთ. ხორცი ხახვის წვენს შეიწოვს და თქვენი მწვადიც განსაკუთრებულად გემრიელი და არომატული გამოვა.