როგორ გამოვაკეთოთ ცხიმიანი ხორცის გემო - Gemrielia.ge

როგორ გამოვაკეთოთ ცხიმიანი ხორცის გემო


საქმე იმაშია, რომ ცხიმს დამახასიათებელი, "მძიმე" და მსუყე გემო აქვს, რაც განსაკუთრებით რთულად შესაგუებელია სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის. სამაგიეროდ ჩვენ გასწავლით სასარგებლო მეთოდს, თუ როგორ უნდა შეარბილოთ ცხიმის გემო და გახადოთ კერძი უფრო მსუბუქი, განსხვავებული და პიკანტური.

ცხიმიან ხორცს ძალიან უხდება გარგარი და კომში. მსუქანი ხორცისგან მომზადებულ კერძს უკეთეს, განსხვავებულ გემოს მისცემთ, თუ ხორცს ანანასის წვენით დანამავთ. ხილის არომატი და სიმჟავე აალაგებს ცხიმის არასასიამოვნო გემოს და ხორცს საინტერესო, განუმეორებელ არომატს მისცემს.