ფორთოხლის ქერქის მურაბის რეცეპტი - Gemrielia.ge

ფორთოხლის ქერქის მურაბის რეცეპტი

ჟურნალ "გემრიელის" ავტორი და რედაქტორი, ირმა იანტბელიძე, გვირჩევს, არ გადავყაროთ ფორთოხლის ქერქები - მისგან საოცრად არომატული მურაბა გამოდის. და აქვე გვიზიარებს რეცეპტს:

"ფორთოხალი დავსეროთ 6-8 ადგილას, გავფცქვნათ, ქერქი გადავახვიოთ და ხის ჩხირით დავამაგროთ ან ძაფზე ავაგოთ მძივივით. შემდეგ დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს და სამჯერ წამოვადუღოთ, გამოვუცვალოთ წყალი. ასე სიმწარე მოშორდება. შემდეგ 1/1-ზე გავაკეთოთ შაქრისა და წყლისგან სიროფი და იმაში მოვხარშოთ. ანუ ფორთოხლის ქერქის წონაზეა დამოკიდებული შაქრის და წყლის რაოდენობა, აწონეთ. 4 საშუალო ფორთოხლის ქერქი სადღაც 200 გ გამომივიდა მე. ბოლოსკენ ჩავაწუროთ ცოტა ლიმონი. როცა მომზადდება, ჩხირები ან ძაფი მოვაშოროთ და რჩება ასე კულულებივით."