როგორ ამოვიყვანოთ ქსოვილიდან ხილისა და წვენის ლაქები? - ნახეთ უტყუარი მეთოდი - Gemrielia.ge

როგორ ამოვიყვანოთ ქსოვილიდან ხილისა და წვენის ლაქები? - ნახეთ უტყუარი მეთოდი

ხილისა და ხილის წვენის ლაქების ამოყვანა ფერადი ქსოვილიდან შესაძლებელია ლიმონმჟავის ან ლიმონის წვენისა და მარილის ნაზავის გამოყენებით.

ეს ნაზავი ასევე ეფექტურია წითელი ღვინის ლაქების ამოსაყვანად. ამას გარდა, ღვინის ლაქების მოშორება ფერადი ტანსაცმლიდან გლიცერინისა და უმი კვერცხის გულის ერთგვაროვანი ნარევითაცაა შესაძლებელი. ამ ნარევით დავამუშაოთ ლაქა, სასურველია გავაჩეროთ რამდენიმე საათი და შემდეგ თბილ წყალში გავრეცხოთ.წითელი ღვინითა და კენკრის წვენით ახლად დალაქულ ქსოვილზე რეკომენდებულია ნამიანი სუფრის მარილის მოყრა და ცოტა ხნის შემდეგ თბილ წყალში გავლება.