როგორ გავაქროთ უსიამოვნო სუნი სამზარეულოს ნიჟარიდან - Gemrielia.ge

როგორ გავაქროთ უსიამოვნო სუნი სამზარეულოს ნიჟარიდან


ალბათ, ყველა ჩვენგანი შეუწუხებია ნიჟარიდან ამოსულ უსიამოვნო სუნს, რომელიც ლამის მთელ სახლში დგება. უმარტივესი ხერხის მეშვეობით შეძლებთ გააახლოთ ნიჟარა.

 

დაგჭირდებათ:

1/2 ლიმონის წვენი;

1/2 საკვები სოდა;

მომზადების წესი:

1. ლიმონის წვენი შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში (30 წამის განმავლობაში)

2. დაუმატეთ მასში სოდა და დააცადეთ, რომ ბოლომდე გაიხსნას. ფრთხილად იყავით – ლიმონისა და სოდის ნარევი ძალიან დუღს.

3. ნარევი კარგად  აურიეთ კოვზით. 
4. შემდეგ ნელ-ნელა ჩაასხით ნიჟარის ხვრელში და აცადეთ 10 წუთი.

5. შემდეგ მიუშვით ცხელი წყლის ჭავლი.

სულ ეს იყო! თქვენი სახლიდან უსიამოვნო სუნი დიდი ხნით გაქრა.