ქირურგებმა შეიმუშავეს სუპის რეცეპტი, რათა პაციენტებს ოპერაციის წინ წონაში დაეკლოთ - Gemrielia.ge

ქირურგებმა შეიმუშავეს სუპის რეცეპტი, რათა პაციენტებს ოპერაციის წინ წონაში დაეკლოთ


ნიახურის სუფის დიეტას არ აქვს უკუჩვენებები და რაიმე შეზღუდვა, ნებისმიერს შეუძლია დაიცვას ეს კვების რეჟიმი.

ნიახურის სუფის დიეტა ერთ კვირაზეა გათვლილი და ამ დღეებში შეგიძლიათ მიირთვათ ხილი, გარდა ყურძნისა და ბანანისა და ბოსტნეული, კარტოფილის გარდა.

სვით შეუზღუდავი რაოდენობით წყალი, მწვანე ჩაი და ყავა უშაქროდ. მთავარი წესი - ყოველდღიურად მიირთვათ თითო თეფში ნიახურის სუფი მაინც.

ინგრედიენტები:

400 გ ნიახური

კომბოსტო 1/2 კგ

6 თავი ხახვი

3 ცალი ქორფა ან დაკონსერვებული პომიდორი

2 ცალი ტკბილი წიწაკა

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

ყველა ბოსტნეული დაჭერით კუბიკებად და დაასხით 3 ლ წყალი, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
დადგით ქვაბი ცეცხლზე და ხარშეთ 10 წუთი. ამის შემდეგ დაუკელით ცეცხლს და გააგრძელეთ სუფის ხარშვა იქამდე, სანამ ყველა ბოსტნეული არ დარბილდება.

დიეტური, ცხიმისმწველი სუფი ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ და ძალიან სასარგებლოა.