3 საუცხოო არომატი, რომელიც სახლში სიმყუდროვეს შექმნის - Gemrielia.ge

3 საუცხოო არომატი, რომელიც სახლში სიმყუდროვეს შექმნის


ამიტომაც ექცევა სუნს განსაკუთრებული ყურადღება საუკეთესო სასტუმროების ფოიეში, სპა-სალონებსა და ბუტიკებში.

ზამთრის სურნელი
იმისთვის, რომ თქვენს ბინაში ზამთრის სასიამოვნო სურნელი დადგეს, პატარა ქვაბი ნახევრამდე წყლით აავსეთ, ჩაყარეთ შიგ დარიჩინის ჩხირები, მიხაკის ყვავილი, ჯანჯაფილი, მუსკატის კაკალი, კარდამონი და პიტნა. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და გაზქურაზე 10-15 წუთით გააჩერეთ. შეგიძლიათ ქვაბში ფიჭვის ან ნაძვის პატარა ტოტი ჩააგდოთ.

ნამცხვრის არომატი
GEMRIELIA
თუ გინდათ, რომ სახლში ახალი გამომცხვარი ნამცხვრის სუნი დადგეს, ტაფაზე ცოტაოდენი შაქარი დაყარეთ და გააცხელეთ, შეურიეთ დარიჩინი და ოდნავ მობრაწეთ. შეგიძლიათ ვანილიც დაუმატოთ. სასიამოვნო სურნელი მომენტალურად გავრცელდება მთელს სახლში.

ციტრუსის სურნელი
GEMRIELIA
მანდარინის და ფორთოხლის კანი არა მარტო სასიამოვნო სუნს აყენებს, არამედ ოთახის გასალამაზებლადაც გამოდგება. ფორთოხალი ნემსით დაჩხვლიტეთ და ნახვრეტებში გამხმარი მიხაკის ტოტები ჩაარჭეთ. შეგიძლიათ რამდენიმე ფორთოხალი ლამაზ სინზე დაალაგოთ და მაგიდაზე დადგათ. ასევე, შეგიძლიათ სახეხზე ლიმონის კანი გახეხოთ, დაფქული ჯანჯაფილი დაამატოთ და ცოტაოდენი ადუღებული წყალი დაასხათ.