ტოპ5 ხალხური საშუალება გრიპის პროფილაქტიკისთვის - Gemrielia.ge

ტოპ5 ხალხური საშუალება გრიპის პროფილაქტიკისთვის

გრიპის ეპიდემიის დროს საჭიროა თავი ნებისმიერი მეთოდით დავიცვათ. ამიტომ ჩვენ შევკრიბეთ ყველაზე მოქმედი რეცეპტები პირისა და ცხვირის ღრუს გასაჯანსაღებლად, ასევე ეფექტური საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ ვირუსების უკუგდებასა და იმუნიტეტის ამაღლებაში.


1. ევკალიპტი

ამ მცენარეს ახასიათებს ანტივირუსული, ბაქტერიოციდული თვისებები, ამაღლებს იმუნიტეტს და ლორწოსგან ასუფთავებს ცხვირის ღრუს, ბრონქებსა და ფილტვებს. ამიტომ ევკალიპტის ინჰალაციები სასარგებლოა არა მარტო გრიპის პროფილაქტიკისთვის, არამედ მისი მკურნალობის დროსაც. ინჰალაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მისი ეთერზეთი, ასევე თავად გამხმარი მცენარე. თუ თქვენ ხელთ გაქვთ ეთრზეთი, მაშინ საკმარისია მისი 2 წვეთი დაუმატოთ ცხელი წყლით სავსე ქვაბში, ხოლო თუ ნაყენის დამზადება გსურთ, მაშინ 50 გ წვრილად დაქუცმაცებულ ევკალიპტს დაასხით 70%-იანი სპირტი 1 ჭიქა ნაზავის მიღებამდე. დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში გრილ და ბნელ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ცხელ წყალს. შეისუნთქეთ ევკალიპტის ორთქლი თავზე პირსახოცგადაფარებულმა. ეცადეთ ისუნთქოთ ღრმად და თვალდახუჭულმა. პროცედურის ხანგრძლივობა ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან 2 წუთია, ხოლო უფროსებისთვის - 5.

2. მარილწყალი

გრიპის პროფილქტიკისთვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე მზა ხსნარები, რომლებიც აფთიაქებში იყიდება, ან მოამზადოთ ის თავად. გახსენით 1 ჩ.კ. ჩვეულებრივი სუფრის მარილი 1 ჭიქა წყალში. გამოირეცხეთ ცხვირი ამ ნაზავით რაც შეიძლება ხშირად: ჩაიწვეთეთ ცხვირის თითოეულ ნესტოში რამდენიმე წვეთი მარილწყალი პიპეტის მეშვეობით. ეს პროცედურა ჩაიტარეთ საღამოობით, სახლში.

3. სარეცხის (საყოფაცხოვრებო) საპონი

სარეცხის საპნის მომცრო ნაჭერი გახსენით წყალში. მიღებული ხსნარით გამოირეცხეთ ცხვირი დრეში 2-ჯერ: დილას და საღამოს. დილას, გამორეცხვის შემდეგ რეკომენდებულია გაისაპნოთ თითი და გამოისვათ ნესტოებში. გამშრალი ხსნარი შექმნის ვირუსებისგან დამცავ აპკს რამდენიმე საათის განმავლობაში.

4. გვირილის ნახარში

გრიპის პროფილაქტიკისთვის ყელსაც უნდა მიხედოთ და ხშირად გამოირეცხოთ. ამისთვის კი საუკეთესო ვარიანტია გვირილის ნახარში. მის მოსამზადებლად 1 ს.კ. გამხმარ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ჭიქა ქაფქაფა მდუღარე წყალი და დააყენეთ გაციებამდე. გადაწურული ნაყენი გამოყენებისთვის მზადაა. გამოივლეთ ყელში დღეში 3-ჯერ. თითოეულ ჯერზე გამოიყენეთ ჭიქის მესამედი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცედურის ჩატარება ძილის წინ. ის დახოცავს იმ ვირუსებს, რომლებიც უკვე მოხვდნენ ყელში და მეორე დღისთვის შექმნის იმუნიტეტს.

5. ჯანჯაფილი (კოჭა, იმბირი)

მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანტისეპტიკური, მატონიზირებელი თვისებები. ამიტომ გრიპის ეპიდემიის დროს მისი რაციონში შეტანა აუცილებელია. პროფილაქტიკისთვის იდეალურია მისი ჩაი. იგი არა მარტო დაამარცხებს ვირუსებს, არამედ გაგათბობთ კიდეც. იმბირის ჩაის მოსამზადებლად მოჭერით 2-3 სანტიმეტრი ფესვი, დაასხით მდუღარე და დააყენეთ თერმოსში. თუ თერმოსი არ გაქვთ, მაშინ დადგით დაბალ ცეცხლზე 10 წუთით. როცა ჩაი მომზადდება, ოდნავ შეაგრილეთ და დაუმატეთ სასურველი რაოდენობის (რამდენიმე კოვზი) თაფლი.