საჭმელს სუფთად ამზადებთ? ამ სტატიის შემდეგ შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ - Gemrielia.ge

საჭმელს სუფთად ამზადებთ? ამ სტატიის შემდეგ შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ

კულინარია კრისტალურად სუფთა საქმიანობა ნამდვილად არ არის. ყოველთვის, როცა უმ ხორცს ცელოფნიდან ამოიღებთ, თქვენ სამზარეულოში მილიონობით ბაქტერიას უხსნით გზას. კვლევებმა დაასტურა, რომ დიასახლისები ნაკლებად ფიქრობენ, თუ რამდენი მიკრობი ხვდება მზა კერძებშიც.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სააგენტომ ექსპერიმენტი ჩაატარა. 123 დიასახლისი საკვების მომზადების პროცესში ვიდეოკამერით გადაიღეს. მათ უნდა დაემზადებინათ ერთი ხორციანი და ერთიც ხილის ან ბოსტნეულის კერძი.

მოგვიანებით კერძების შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ სალათების 90% მომზადების პროცესშივე დაბინძურდა მიკრობებით. ასევე ბინძური იყო სამზარეულოს პირსახოცების 90%, რომელზეც დიასხლისები მომზადებისას ხელებს იმშრალებდნენ. მეტიც, სამზარეულოში მიკრო-ბიოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე ბინძური სწორედ სამზარეულოს ტილო იყო.

საქმე ისაა, რომ ხშირად საკვების მომზადებისას მექანიკურად ვიმშრალებთ გადაუბანელ ხელებს ჩაის ტილოზე. ასე გადაგვაქვს ბაქტერიები ერთი პროდუქტიდან მეორეზე.

როგორ მოვიქცეთ? იხილეთ....