ტოპ 5 ზამთრის სალათა - Gemrielia.ge

ტოპ 5 ზამთრის სალათა



ზამთრის სალათების მომზადებისას სასურველია თავი შეიკავოთ ისეთი მავნე პროდუქტებისგან, როგორებიცაა მაიონეზი და ათასგვარი სოუსი. მათ ნაცვლად გამოიყენეთ ზეითუნის, არარაფინირებული მზესუმზირის, კედრის ზეთები.

სეზონური ხილი და ბოსტნეული

კომბოსტოს, სტაფილოსა და ვაშლის სალათა - ერთ-ერთი ყველაზე მარტივია სასარგებლო სალათებს შორის. თქვენ დაგჭირდებათ: კომბოსტო, 2 მწვანე ვაშლი, 2 სტაფილო, თითო კონა საყვარელი მწვანილი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 ჩაის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი, მარილი გემოვნებით. ასეთი ვიტამინებით სავსე სალათა გაამდიდრებს თქვენს რაციონს და გაგიძლიერებთ იმუნიტეტს.

ჭარხალი - ეს კიდევ ერთი სასარგებლო ზამთრის პროდუქტია. ის სასარგებლოა გულ-სისხლძაღვთა სისტემის, მხედველობისა და ღვიძლისთვის. იგი კარგად ეთავსება სხვა ბოსტნეულს, მწვანილს, ყველს, ნიორს, ჩირსა და ნიგოზს. სალათებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც უმი, ასევე მოხარშული სახით.

აი, თქვენ ჭარხლის სასარგებლო სალათა: მოხარშეთ 4 საშუალო ზომის ჭარხალი, დაჭერით ნაჭრებად, დაუმატეთ ასევე დაჭრილი ყველი ბრინზა. სალათა შეაზავეთ როზმარინითა და ზეითუნის ზეთით. გემრიელიცაა და სასარგებლოც!

ვუმატებთ განსაკუთრებულ ნოტებს

ზამთარში არ უნდა დავივიწოთ მწვანილიც: ოხრახუში, წიწმატი, ნიახური. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტებს სპეციფიკური გემო აქვთ, სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში ისინი განსაკუთრებულ ნოტს სძენენ სალათას. რატომაც არ შეიძლება მოვამზადოთ სალათა ნიახურისა და ვაშლისგან? - თქვენ დაგჭირდებათ 250 გ ნიახური, 250 გ ვაშლი, 100 გ გაფცქვნილი ბერძნული კაკალი, ცოტაოდენი არაჟანი მაიონეზის ნაცვლად, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, მარილი გემოვნებით. ყველა ინგრედიენტი დაჭერით კუბებად და ჩაყარეთ სასალათეში. ამის შემდეგ მოამზადეთ სოუსი: ერთმანეთში აურიეთ არაჟანი, ლიმონის წვენი და მარილი, შეაზავეთ ამით სალათა და დატკბით მისი განუმეორებელი გემოთი!

სასარგებლო ეგზოტიკა

თუ თქვენ ეგზოტიკური გემოები გიზიდავთ, მაშინ თავი გაინებივრეთ ხურმის, ბროწეულისა და ფეტას სალათით. აიღეთ 1/4 ჭიქა გაფცქვნილი ბერძნული ნიგოზი, 1/2 ჭიქა ბროწეულის მარცვლები, სალათის ფოთლების კონა, 1 თავი წითელი ხახვი, 1 ავოკადო, 2 მწიფე ხურმა, 150 გ ყველი ფეტა, 1 მოხარშული ქათმის ფილე. ყველა ეს კომპონენტი გულმოდგინეთ აურიეთ და არ დაგავიწყდეთ არომატული სოუსის მომზადება. ამისთვის კი ცალკე ჭურჭელში აურიეთ ზეითუნის ზეთი, ბალზამირებული ძმარი, თაფლი, ბროწეულის წვენი და მარილი. დაუმატეთ სოუსი სალათას და შეიარაღდით ვიტამინებით!

ჩირები

ზამთარში ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის ჩირებით გამოკვება. ისინი გადასარევად ავსებენ ჩვენს ორგანიზმს და სალათებს სასარგებლო ნივთიერებებით. მოამზადეთ სალათა კომბოსტოსა და ვაშლისგან ნიგვზითა და ქიშმიშით და ამაში თავად დარწმუნდებით! თქვენ დაგჭირდებათ კომბოსტო, სასურველია ფერადი, ვაშლი, წითელი ხახვი, ბერძნული ნიგოზი, ქიშმიში. ყველა ეს ინგრედიენტი დააქუცმაცეთ და აურიეთ. მოამზადეთ სოუსიც: ერთმანეთში აურიეთ ვაშლის ძმარი, ცოტაოდენი წიწაკა, უცხიმო იოგურტი, თაფლი და მარილი გემოვნებით. შემდეგ დაასხით სოუსი სალათას. გემრიელად მიირთვით!

არ დაგავიწყდეთ ზამთრის მთავარი წესი: მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ნატურალური და სასარგებლო პროდუქტი. ყურადღება მიაქციეთ სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს და იყავით ჯანმრთელები!