ასე მოდუღებული კაკაო უფრო გემრიელი გამოვა - Gemrielia.ge

ასე მოდუღებული კაკაო უფრო გემრიელი გამოვა


კაკაო მეტად სასარგებლო სასმელია. განსაკუთრებით კარგია ის ბავშვებისთვის. ეს ყველა დედას სმენია, მაგრამ ყველამ როდი იცის, როგორ მოხარშოს უგემრიელესი კაკაო. ისეთი, რომლის გემოც პატარებს არასდროს დაავიწყდებათ.

კაკაოს ფხვნილს დაასხით ძალიან ცხელი წყალი და კარგად გახსენით. დაუმატეთ შაქარი და ჩაასხით ცივ რძეში, რომელიც მაშინვე დადგით ცეცხლზე და მოადუღეთ. ასე კაკაოს ფხვნილიც უკეთ გაიხსნება და თავად სასმელიც განსაკუთრებულად კარგი გემოსი გამოვა.