4 მითი იდეალური წონის შესახებ - Gemrielia.ge

4 მითი იდეალური წონის შესახებ



მითი 1. დაივიწყეთ იდეალური წონა მშობიარობის შემდეგ

ჯერ ერთი, ახალგაზრდა დედას ხელს არაფერი უშლის, მშობიარობის შემდეგ თავის პირვანდელ წონას დაუბრუნდეს. დიახ, ამისთვის საჭირო გახდება გარკვეული ძალისხმევა: დაბალანსებული კვება, ფიზიკური სავარჯიშოები, მაგრამ ეს სავსებით ლოგიკურია. მეორეც - თუ ორსულობა პირველია, როგორც წესი, მის შემდეგ შეიმჩნევა არა წონის მატება, არამედ პირიქით - მისი საგრძნობი კლება.

მითი 2. იდეალური წონა უნდა შეესაბამებოდეს სხეულის მასის ინდექსის მაჩვენებლებს

სხეულის მასის ინდექსი ითვლება ფორმულის - I= m/h2-ის მეშვეობით, სადაც m - ეს არის თქვენი წონა კილოგრამებში, ხოლო h2 - სიმაღლე მეტრებში, აყვანილი კვადრატში. მაგალითად, თუ თქვენი სიმაღლეა 162 სმ, ხოლო წონა - 54 კგ, მაშინ თქვენი სხეულის მასის ინდექსი იქნება 54/(1,62*1,62) = 20,57. ნორმად ითვლება მაჩვენებლები 18,5-24,99. ამაზე ქვედა მაჩვენებელი ითვლება სხეულის არასაკმარის მასად, ხოლო ზედა - ზედმეტ წონად.

მაგრამ სხეულის იდეალური წონის გამოთვლა მხოლოდ სიმაღლის მეშვეობით, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ძირეულად მცდარი მიდგომაა, რადგან ბევრ შემთხვევაში ის დამოკიდებულია ჩვენი სხეულის აღნაგობაზეც, მაგალითად: კუნთების მოცულობაზე, ცხიმის რაოდენობაზე, ძვლების სიგანესა და ბევრ სხვა ფაქტორზე. ასე რომ, სხეულის მასის ინდექსი საკმაოდ უხეში მაჩვენებელია, რომლის ურყევ ჭეშმარიტებად მიღება არ ღირს.

მითი 3. იდეალური წონის მისაღწევად მკაცრი დიეტაა საჭირო

პირველ რიგში, თქვენი იდეალური წონა არის ის, რომელიც საშუალებას გაძლევთ თავი კომფორტულად და ჯანმრთელად იგრძნოთ. იდეალური წონა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს შეზღუდვებსა და რაიმე პროდუქტის სრულ ამოღებას რაციონიდან.

მითი 4. რაც უფრო ნაკლებს იწონით, მით უფრო ჯანმრთელი ხართ

ეს კიდევ ერთი დიდი შეცდომაა. თუ თქვენ გაწუხებთ ზედმეტი წონა, ყველაზე მოსალოდნელია, რომ გჭირდებოდეთ თქვენი კილოგრამების 5-10 %-ის დაგდება. სავარაუდოდ, ეს სავსებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ თავი უკეთ და მსუბუქად იგრძნოთ.