ქამა სოკო მწყრის კვერცხით - გემრიელი და სასარგებლო კერძი მთელი ოჯახისთვის - Gemrielia.ge

ქამა სოკო მწყრის კვერცხით - გემრიელი და სასარგებლო კერძი მთელი ოჯახისთვის


ამასთან, მწყრის კვერცხს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოწინავე ადგილი უკავია მოსწავლის ყოველდღიურ რაციონში. შესაბამისად, ამ პატარა დაწინწკლული კვერცხებით მომზადებული კერძები ძალიან სასარგებლოა თქვენი ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის. მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს პროდუქტი ალერგიული არ არის.

მწყრის უმ კვერცხს ხშირად ამატებენ უკვე მზა კარტოფილის პიურეს, წვნიანს ან ფაფას, რადგან თერმული დამუშავებისას კვერცხში შემავალი სასარგებლო ნივთიერებათა დიდი ნაწილი იშლება.

მწყრის კვერცხი კულინარიაში ძველი ეგვიპტის დროიდან გამოიყენება. ამჯერად თანამედროვე რეცეპტს გთავაზობთ:

ქამა
სოკო მწყრის კვერცხებით

GEMRIELIA

ინგრედიენტები:


12 ცალი ქამა სოკო

12 ცალი მწყრის კვერცხი

3-4 ს/კ არაჟანი

1 კონა ჭინჭარი

2-3 კბილი ნიორი

პილპილი, მარილი გემოვნებით

2 კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. ქამა სოკო ხელსახოცით გაწმინდეთ. მათი გარეცხვა რეკომენდიებული არაა, რადგან მალე იჟღინთება წყლით, რაც მას არომატს უკარგავს. მოვაშოროთ დაზიანებული ადგილები და სპეციალური ფუნჯის დახმარებით წავუსვათ ზეთი- როგორც გარედან _ ისე შიგნითა მხარეს. შემდეგ კი შევწვათ.

GEMRIELIA

2. მოამზადეთ არაჟნის სოუსი- წვრილად დაჭრილი ნიორი, ჭინჭარი და პილპილი აურიეთ არაჟანში.

3. თითოეულ სოკოში მოათავსეთ სოუსი 1 ჩ/კოვზის ოდენობით
GEMRIELIA

4. თითო სოკოში თითო კვერცხი მოათავსეთ და შედგით 220 გრადსუზე გახურებულ ღუმელში 7 წუთით.

GEMRIELIA


რჩევა:

მწყრის კვერცხი კარგად გარეცხეთ და შემდეგ კვერცხის წაწვეტებული მხარე ხერხისებრი დანით მოახერხეთ. თუკი ამ კვერცხს ქათმის კვერცხის ანალოგიურად გატეხავთ, შიგთავსს მთელს ვერ შეინარჩუნებთ.

მწყრის კვერცხი აუცილებლად ახალი უნდა იყოს. თავი რომ აარიდოთ უხარისხო პროდუქციას, გირჩევთ შეიძინოთ სპეციალურ მწყერსაშენებში ან "ნიკორას" სუპერმარკეტთა ქსელში, სადაც მათივე შვილობილი კომპანიის მიერ წარმოებული მწყრის პროდუქციაა წარმოდგენილი.

GEMRIELIA