როგორ დავაყენოთ უგემრიელესი ჩაი სახლში და რა არ უნდა გააკეთოთ თუკი გსურთ ნამდვილი ჩაის გემო და არომატი იგრძნოთ - Gemrielia.ge

როგორ დავაყენოთ უგემრიელესი ჩაი სახლში და რა არ უნდა გააკეთოთ თუკი გსურთ ნამდვილი ჩაის გემო და არომატი იგრძნოთ



სხვადასხვა ქვეყნაში მოყვანილ ჩაის განსხვავებული გემო, არომატი და მახასიათებლები გააჩნია, თუმცა, ჩაის არომატი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია რამდენად სწორად დავაყენებთ მას. ამიტომ რჩევისთვის ცეილონის ჩაის ,,ჰაისონის"" წარმომადგენლებს მივმართეთ და აი რა უნდა ვიცოდეთ:

იმისათვის, რომ გემო და არომატი არ დაკარგოს, ჩაის მომზადებისას რამდენიმე მარტივი რჩევა უნდა დაიცვათ.

შავი ჩაის დაყენებისას გახსოვდეთ:

1. ნაყენს უნდა დაასხათ 100 გრადუსამდე ადუღებული წყალი. გააჩერეთ ჩაიდანში 2-3 წუთით და შემდეგ დაასხით ფინჯანში. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო დიდხანს დააყენებთ ჩაის, უფრო მწარე გემოს მისცემს მას ფოთოლი.
2. არ არის რეკომენდებული ნაყენის ხელმეორედ გამოყენება(გაციების შემდგომ), რადგან ჩაი ამ დროს კარგავს გემოვნურ თვისებებს.
3. არასოდეს მოამზადოთ შავი ჩაი გაგრილებული წყლით- ამ დროს ფოთოლი ვერ იშლება სათანადოდ და შესაბამისად, ვერც სასურველ გემოსა და არომატს მიიღებთ.

მწვანე ჩაის დაყენებისას გახსოვდეთ:

1. ნაყენს დაასხით 70-80 გრადუსამდე გაგრილებული წყალი. შავი ჩაისგან განსხვავებით, მწვანე ჩაის მდუღარე წყალი უკარგავს გემოსა და არომატს.
2. ნაყენი 2-3 წუთით გააჩერეთ ჩაიდანში და შემდეგ მიირთვით
3. ნაყენის გამოყენება მომდევნო დღეს არაა რეკომენდებული.
GEMRIELIA
საინტერესო ფაქტები ჩაის შესახებ:

საუკეთესო ჩაის ფოთოლად ითვლება ყლორტი, ამიტომ ხარისხიანი ჩაის მისაღებად ფოთლები მხოლოდ ხელით იკრიფება.
ჩაის ფოთოლი ადვილად კარგავს სუნსა და არომატს. ამიტომ იდელურია ჩაი, რომელსაც იმავე ქვეყანაში აფასოვებენ, რომელშიც მოჰყავთ.
ჩაის ბუნებრივ ფერს განსაზღვრავს აგროკლიმატები- ზღვის დონიდან რამდენად მაღალ ან დაბალ ადგილზეა გაშენებული იგი, როგორია მზის პირდაპირი მოქმედება და ა.შ.

GEMRIELIA
რა უნდა ვიცოდეთ ჩაის შესახებ:

1. მითია, თითქოს ჩაი რაც უფრო მუქი და ძლიერია, მით უფრო ხარისხიანია- სინამდვილეში, ჩაის ფერი და გემო დამოკიდებულია ფოთლის დაჭრის ზომაზე, აგროკლიმატურ პირობებზე და ჩაის ჯიშზე.
2. დაუშვებელია ჩაის ნაყენის გამოყენება რამდენიმე საათის შემდეგ, მეორე დღეს ან ცივ მდომარეობაში. ამ დროს ჩაი სრულიად კარგავს გემოვნურ თვისებებს.
3. დააკვირდით რომელ ქვეყანაშია დაკრეფილი და შეფუთული ჩაი, რადგანაც ეს მნიშვნელოვანია მისი ხარისხის განსაზღვრისათვის.