მზა ცომი მსუბუქად გააბრტყელეთ და დაჭერით . შეარჩიეთ მინი სოსისები, ან დიდები გადაჭერით. ცომის თითოეულ ნაჭერს წაუსვით კეტჩუპი, დაადეთ სოსისი და გადაახვიეთ, დაალაგეთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე წრიულად, გვირგვინივით. ზემოდან ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით და 180-200 გრადუსზე გამოაცხეთ 20-25 წუთი. ბაფთა წითელი წიწაკითაა გაკეთებული.