ორივე სახის ხორცი კარგად გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ. მოვქაფოთ, ჩავამატოთ გარჩეული ხახვი, პილპილი, მარილი, დავახუროთ თავზე და ვხარშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე მინიმუმ 4 საათი. ამ დროის განმავლობაში ვუყუროთ ტელევიზორს ან დავკავდეთ სხვა საქმეებით. ხარშვის დასასრულისკენ ხორცს დაფნაც ჩავამატოთ.მოხარშული ხორცი ამოვიღოთ და გავაგრილოთ.დავკეპოთ ნიორი (საჭყლეტს ნუ გამოვიყენებთ!). თუ ხორცი ისე გაგრილდა, რომ ხელებს აღარ გვწვავს, ჩავსეროთ სიგრძეზე და ამოვაცალოთ ძვალი. წავუსვათ ხორცს ბლომად ნიორი და პილპილი, ასევე მარილი გემოვნებით. შუაში დავადოთ საქონლის ხორცის ნაჭერი, გადავიტაბოთ მარლაზე და მისი დახმარებით ძალიან მჭიდროდ, რულეტივით გადავახვიოთ. შევკრათ მარლა, რომ ხორცმა ფორმა არ დაკარგოს. ჩავდოთ შესაბამისი ზომის ღრმა ჭურჭელში, დავადოთ თეფში და რაიმე სიმძიმე დავაწოლოთ (1-1.5 კგ). შევდოთ მაცივარში ერთი ღამით.ამის შემდეგ გავხსნით, დავჭრით თხელ ნაჭრებად და გადავიტანთ თეფშზე.