ისპანახი გავრეცხოთ. თუ ძირები უხეშია, მოვაცალოთ, ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და მოვწალოთ. გადმოვიღოთ საწურზე და გავაგრილოთ. შემდეგ კარგად გავწუროთ, წვრილად დავკეპოთ, ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ნიგოზიც გავატაროთ ხორცსაკეპი მანქანის წვრილ ბადეში, შევურიოთ ნიორი, სუნელები, ძმარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ მსუბუქად და დავამატოთ ისპანახს წვრილად დავჭრათ ქინძი და გადავურიოთ ისპანახისა და ნიგვზის მასაში. შიგვე შევურიოთ ბროწელის მარცვლები, ან მოვრთოთ ზემოდან