ხის ჩხირები, რომელზეც ხორცი უნდა წამოვაცვათ, წყალში 30 წუთი დავალბოთ. ქათმის ფილე დავჭრათ, წამოვაგოთ შამფურებზე და ჩავდოთ მარინადში, რომელსაც გავაკეთებთ ზეთით, შაქრით, სოიოს სოუსით, ქინძით, დაჭრილი ნივრით, მარილით და პილპილით. . დავახუროთ თავზე ცელოფანი და 2 საათი მაცივარში გავაჩეროთ. შემდეგ გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე. მწვადი გადავიტანოთ შესაბამის ფორმაში და შევდოთ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი. წვის დროს ხორცი უნდა გადავაბრუნოთ, რათა ყველა მხრიდან ლამაზი ოქროსფერი მიიღოს.