გაათბეთ წყალი და რძე, დაამატეთ ზეთი, მარილი, შაქარი, შემდეგ 1 კვერცხი, 2 ჭ. ფქვილი, საფუარი. დავასვენოთ 10 წუთი და დავამატოთ დარჩენილი ფქვილი. მზა ცომს ზემოდან ზეთი გადავუსვათ და ვაცალოთ ამოფუება.ლითონის კონუსებს შემოახვიეთ ფოლგა.ცომი გაყავით პატარა გუნდებად, მიეცით თოკის ფორმა, შემოახვიეთ კონუსებს მახვილი მხრიდან ფართო მხარისკენ.დატოვეთ სითბოში 15-20 წუთი.ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები, გამოაცხეთ 175 გრადუსზე 20-25 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება.გააგრილეთ რამდენიმე წუთი და ამოაცალეთ კონუსები. გაციების შემდეგ ამოავსეთ ნებისმიერი სალათით