ბატკნის ნეკნები მწვანილიანი საფანელით
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ოხრახუში - 1 კონა
  • პიტნა - 1-2 კონა
  • გამომშრალი პური - 1-2 ნაჭერი
მწანილიანი საფანელისთვის
  • როზმარინი - 1-2 ტოტი
  • მარილი და პილპილი
  • ბატკნის ნეკნები - 1 კგ
  • მდოგვი - 1 ს.კ

მომზადების წესები
ხორცი გავრეცხოთ და შევამშრალოთ, მოვაყაროთ ახალდაფქული პილპილი და მსხვილი მარილი. შევბრაწოთ ყველა მხრიდან ზეითუნის ზეთში, ტაფაზე.
პარალელურად, გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე.

დაბრაწული ხორცი ღუმელში გადავიტანოთ 7-10 წუთი. ამასობაში კი მოვამზადოთ მწვანე ფხვიერი მასა - ქრამბლი.

გამომშრალი პურის ნაჭრები კომბაინში ან ბლენდერში მწვანილებთან ერთად დავაქუცმაცოთ.

გამოვიღოთ ხორცი ღუმლიდან და ფუნჯით გადავუსვათ მდოგვი, შემდეგ კი ამოვავლოთ მწვანე ნაფხვენში. შევაბრუნოთ ღუმელში კიდევ რამდენიმე წუთით.

რაც უფრო დიდხანს გავაჩერებთ, მით უფრო შეიწვება ხორცი. მედიუმისთვის საკმარისია 5-10 წუთი.

ტეგები:
ხორცი პიტნა ბატკნის ხორცი ნანახია: 3488