სანელებლები გამოვკრათ მარლაში. ხორცი დავჭრათ კუბებად. საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ ბეკონი, სანამ ცხიმს არ გაუშვებს და ხრაშუნა არ გახდება. დავამატოთ დაჭრილი ხორცი და მოვბრაწოთ ამ ცხიმში 3-4 წუთი. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ხახვი, დავაფაროთ ქვაბს და ვშუშოთ სანამ ხახვი დარბილდება. დავამატოთ ძმარი, ცეცხლს ავუწიოთ და წამოვადუღოთ, სითხე რომ ამოშრება, ცეცხლს დავუწიოთ და დავამატოთ ფქვილი, კარგად ავურიოთ, ვშუშოთ 1 წუთი . შემდეგ დავამატოთ წიწაკა, ტომატის პიურე, ბულიონი ან წყალი და მარლაში გამოკრული სუნელები.ვხარშოთ სანამ ხორცი დარბილდება, შემდეგ ჩავამატოთ პატარა კუბებად დაჭრილი კარტოფილი და გავაგრძელოთ ხარშვა კიდევ 15-20 წუთი, კარტოფილის დარბილებამდე. ბოლოს მარლა ამოვიღოთ. მარილი და პილპილი გემოვნებით დავამატოთ. გადმოვიღოთ ჯამებში და მოვაყაროთ მწვანილი