ხახვი, სტაფილო და ნიახურის ღერო დავჭრათ კუბებად, მოვშუშოთ ქვაბში 5 წუთით. დავამატოთ დაჭრილი მონადირის ძეხვები და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ.ჩავამატოთ ტომატი და ნიორი, ორიოდე წუთში დავამატოთ გარეცხილი ოსპი. შემდეგ დავამატოთ 4 ჭიქა მდუღარე წყალი და 30 წუთი ვხარშოთ.სუპი მზადაა.