ლიმონს ავახეხოთ 1 ს.კ ცედრა, გავჭრათ და გამოვწუროთ წვენი. წვრილად დავჭრათ ოხრახუში და ნიორი. შევურიოთ ერთმანეთს ლიმონის ცედრა, წვენი, ორეგანო, ოხრახუში, ნიორი, ზეთი, მარილი, პილპილი.პლასტიკურ პაკეტში ჩავალაგოთ ქათმის ნაჭრები, დავასხათ მარინადი და კარგად ავურიოთ, რომ ყველგან გადანაწილდეს. მოვუკრათ ტავი და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთიგავახუროთ ღუმელი 180-200 გრადუსზე. ქათმის ნაჭრები მარინადიანად გადავიტანოთ ფორმაში და შევწვათ 45-60 წუთის განმავლობაში.მარინადში შეგვიძლია დავამატოთ ფრანგული მდოგვი, გახეხილი ჯანჯაფილი.