ბადრიჯანს მოაჭერით ყუნწი, აათალეთ კანი ორი საპირისპირო მხრიდან და დაჭერით სიგრძეზე 5 მმ სისქის ნაჭრებად. დააყარეთ მარილი და დატოვეთ 30 წუთი. შემდეგ გაავლეთ წყალი, გაწურეთ და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.გატარებულ ნიგოზს დაამატეთ ნიორი, ძმარი, სუნელები გემოვნებით, მარილი. გააზავეთ ცოტაოდენი წყლით, დაამატეთ დაჭრილი ქინძი და 3-4 ფოტოლი ნიახური.წაუსვით ეს მასა ბადრიჯანს ორივე მხრიდან და გადაკეცეთ. შეგიძლიათ დაამატოთ ბროწეულის მარცვლები.