ცალკე თასში ავურიოთ დაქუცმაცებული ვაფლი, მსხვილად დაფქული თხილი და ნუთელა, შევდოთ მაცივარში 30 წუთით, სანამ არ გამაგრდება. ამის შემდეგ ორი ჩაის კოვზის დახმარებით პატარა ბურთულებს გავაკეთებთ, გულში ჩავაყოლებთ მთლიან თხილს და დავალაგებთ ბრტყელ ზედაპირზე. შევაბრუნოთ კვლავ მაცივარში გასამაგრებლად. შემდეგ შოკოლადი გავადნოთ ორთქლზე და და ამოვავლოთ ხის ჩხირზე დამაგრებული კანფეტები. შევაბრუნოთ მაცივარში სანამ შოკოლადი არ გამაგრდება.გამოდის 12 ცალი